პროექტის მენეჯერი/პროცესების მართვის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი კომპანია ნოსტე
მივლინება: არა ხელფასი: 3500 - 400
განათლება: ბაკალავრი
სხვა: პროექტის მართვა
შპს “ჯი პი პი“ (Georgian Poultry Production - GPP) 2018 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე „ნოსტე“-ს ბრენდის სახელით. იგი სოფლის მეურნეობის სფეროში, კერძოდ კი მეფრინველეობაში ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს. 
შპს “ჯი პი პი” აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის/პროცესების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული განვითარების პერსპექტივას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • თანამშრომლობას კვალიფიციურ გუნდთან;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

სამუშაოს აღწერა:
  • კომპანიაში მიმდინარე ბიზნეს პროცესების იდენტიფიცირება;
  • ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება;
  • ბიზნეს პროცესების ანალიზის, ოპტიმიზაციისა და მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესში ჩართულობა;
  • ბიზნეს პროცესების დეტალური გაწერა და დოკუმენტალური სახის მიცემა;
  • ბიზნეს პროცესის დანერგვის გეგმის შემუშავებასა და რეალიზებაში დახმარება;
  • ბიზნეს პროცესების შესრულების მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილ დარღვევებზე რეაგირება, მათი აღმოფხვრის გზების შემუშავება და შესაბამისი მითითებების გაცემა;
  • დოკუმენტირებული პროცესების პერიოდული გადახედვა და განახლება;
  • განყოფილებებში მიმდინარე სხვადასხვა პროექტებში ჩართულობა, მათი კოორდინაცია და კონტროლი;
  • პროექტის/ბიზნეს პროცესების ვადების კონტროლი;

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება - ბიზნესის ადმინისტრირების, ორგანიზაციული მართვის, სტრატეგიული მენეჯმენტის ან/და სხვა მსგავსი მიმართულებით;
  • გამოცდილება - მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია ბიზნეს პროცესების ასაწყობი პროგრამ(ებ)ის საბაზისო დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები:
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარები;
  • მაღალი მოტივაცია;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პროფესიულ განვითარებაზე ორიენტაცია;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ფოკუსირება;
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დროის მართვა;
  • იუმორის გრძნობა 

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30 სთ - 18:00 სთ;
  • სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, უმიკაშვილის ქუჩა #4
  • ანაზღაურება: 3500 - 4000 ლარი (ხელზე ასაღები)

დამატებითი ინფორმაცია:
საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების გადარჩევის შედეგად დავუკავშირდებით მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებს.
შერჩევის მეორე ეტაპზე მოხდება გასაუბრება
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20 სექტემბერი, 2024 წ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მეილზე: HR@gpp.ge , ასევე გთხოვთ მეილის “Subject” ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „პროექტის მენეჯერის/პროცესების მართვის მენეჯერის“.

შპს “ჯი პი პი“ (Georgian Poultry Production - GPP) მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!