სასტუმრო-პროექტების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი არქი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
სხვა: პროექტის მართვა
ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანია „HPM“, რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. 

ჩვენი მიზანია:
შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;
ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს. 
ამჟამად ჩვენ ვეძებთ სასტუმრო-პროექტების მენეჯერს და გთავაზობთ კომფორტულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.

სასტუმროს მშენებლობის პროექტების მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება:
  • სასტუმრო პროექტების (მათ შორის ბრენდული) განხორციელებაზე: ინიცირების ეტაპიდან სრულ დასრულებამდე. ის იმუშავებს აქტიურად პროექტის გუნდის სხვა წევრებთან ერთად, გაუწევს კოორდინირებას პროექტირების, მშენებლობის, საჭიროების შემთხვევაში სასტუმრო ოპერატორის მიერ შემოწმება/დადასტურების პროცესებს. 

ფუნქციები:
  • პროექტების დაგეგმილი ვადებით, ბიუჯეტითა და მიზნობრიობით განხორციელება;
  • პროექტების ბიუჯეტის შედგენა და მონიტორინგი;
  • კომუნიკაცია და პროცესების კოორდინირება პროექტის დაინტერესებულ მხარეებს შორის (სასტუმროს ოპერატორი, დამკვეთი);
  • პროექტების დეტალური გრაფიკის შედეგენა; 
  • პროექტის განხორციელების მონიტორინგი დაგეგმილ გეგმა-გრაფიკთან და ბიუჯეტთან მიმართებაში;
  • პროექტების დოკუმენტაციის და ანგარიშგების წარმოება;
  • პროექტების რიკსების ადრეული იდენტიფიცირება, ანალიზი და გადაწყვეტის გზების შეჯერება შესაბამისი მხარეებთან. დროული რეაგირება გამოწვევებზე;
  • პროექტებში ჩართული კონსულტანტების/კონტრატორების კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა პროექტის ყველა ეტაპზე;
  • ყოველკვირეული შეხვედრების ორგანიზება და მართვა პროექტში ჩართული კონტრაქტორების/კონსულტანტების და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით;
  • პროექტების ფარგლებში საჭირო შესყიდვების პროცედურებში მონაწილეობა:
  • დავალებათა აღწერილობის შედგენაში მონაწილეობა;
  • ხელშეკრულების პროექტების რევიზია;
  • მოლაპარაკების წარმოება პოტენციურ პრეტენდენტებთან/კონტრაქტორებთან;
  • მონაწილეობის მიღება ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვა/შესწავლაში.
  • კონტრაქტ-მენეჯმენტი;
  • შესაბამისი უწყებებთან სანებართვო და სალიცენზიო პროცედურების წარმართვა;
  • პროგრესის შეფასება და რეგულარული ანგარიშების მომზადება;
  • პერიოდული საიტ-ვიზიტების განხორციელება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება საინჟინრო/სამშენებლო/პროექტების მართვის ან რელევანტური მიმართულებით;
  • კომპლექსური პროექტების მენეჯერობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება;
  • მრავალფეროვანი საპროექტო გუდნის კოორდინირების გამოცდილება;
  • გამოცდილება სასტუმროების დეველოპმენტის პროექტების ფარგლებში, მათ შორის წამყვანი სასტუმრო ოპერატორების ბრენდების ქვეშ ჩაითვლება უპირატესობად;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • Microsoft Office-ის საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • MS Project -ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა, როგორც წერითი, ასევე ვერბალური;

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@hpm.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება:  „სასტუმროს მშენებლობის პროექტების მენეჯერი“

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.