ხარჯთაღმრიცხველი

ბათუმი სრული განაკვეთი Steps Batumi Hotel and Suites
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსები(ზოგადი)
"STEPS Batumi Hotel & Suites" ახალი აპარტ-სასტუმრო ბათუმში, PREMIUM GROUP-ის მიერ განხორციელდა და გამოირჩევა შესაძლებლობით, როგორც საქმიან ისე დასვენების მიზნით ჩამოსულ სტუმარს მისცეს სრულფასოვანი განთავსების გამოცდილება. 
მრავალფუნქციური კომპლექსი მოიცავს 550 აპარტამენტს, თანამედროვე ბიზნეს ცენტრს, მაღალი კლასის სპა ცენტრს, ღია საცურაო აუზს, ბოტანიკურ ბაღს, რესტორნებსა და ბარებს.

"STEPS Batumi Hotel & Suites" აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.

სამუშაო ლოკაცია: ბათუმი
გრაფიკი: 8 საათიანი    5/2
ბენეფიტები: კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:
  • სასტუმროს, რესტორნის,  ლობი ბარის და სხვა გაყიდვის წერტილების, განფასებების და პროდუქციის თვითრიღებულების კონტროლი;
  • გასაყიდი პროდუქციის თვითღირებულების დათვლა და მათი ხარჯთაღრიცხვის სისტემასთან ინტეგრაცია;
  • ხარჯთაღრიცხვის პროგრამის სისტემური აწყობა და მისი გამართული და სწორი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • გახარჯული პროდუქციის ყოველდიური მონიტორინგი და მისი პროგრამული ჩამოწერა;
  • შესყიდვის ფასების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეაგირების მოხდენა;
  • შესყიდვების განყოფილებასთან მჭირდო თანამშრომლობა და საჭიროების შემთხვევაში პროცესში ჩართვა;
  • თითოეული პროდუქციის მინიმალური და მაქსიმალური ოდენობების განსაზღვრა საწყობში და მონიტორინგი;
  • საწყობებს შორის პროდუქციის მოძრაობის ყოველდღიური კონტროლი დოკუმენტალურად და რაოდენობრივად;
  • დანაკარგების მინიმუმამდე დაყვანა და პროდუქციის დამზადების ხარისხის კონტროლი;
  • მოულოდნელი შემოწმების დაგეგმვა და განხორციელება, ყველა საოპერაციო განყოფილებაში და მონიტორინგის გაწევა, თუ რამდენად სწორად ხდება პროდუქციის დამზადება კალკულაციის ფარგლებში;
  • გაფუჭებული და დაზიანებული პროდუქციის ჩამოწერის პროცედურის სწორად შესრულების კონტროლი;
  • პერსონალის კვების თვითღირებულების აღრიცხვა;
  • ხარჯთაღრიცხვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (შევსებული ჩამოწერის ფორმების, ტრანსფერის ფორმების და ა.შ) სორტირება და მათი კორექტულად შენახვა, დაარქივება;
  • მიღებული პროდუქციის სისტემაში დროულად ასახვა, მოწოდებული ზედნადებების და ინვოისების საფუძველზე;
  • შესყიდული პროდუქციის დოკუმენტაციის მომზადება;
  • საწყობში პროდუქციის მიღების პროცესის მოულოდნელი შემოწმება; 
  • ყოველთვიური ინვენტარიზაცია კომპანიის სტანდარტების დაცვით, რაც გულისხმობს, ობიექტის სრულ ინვენტარიზაციას,  გახარჯული პროდუქციის რეალური თვითღირებულების დადგენას, არსებული ნაშთების პროგრამულ ნაშთებთან დეტალურ დადარებას და განსხვავებების მიზეზების დეტალურ გამოკვლევას;
  • ყოველთვიური ინვენტარიზაციის შედეგების მომზადება.

საჭირო უნარები:
  • გუნდური მუშაობისა უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი, როგორც წერითი ისე ვერბალური;
  • სტრესული სიტუაციების მართვისა და კომპლექსური პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე და ენერგიული;

საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად; 
  • საოფისე პროგრამების ფლობა;

თუ აკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ "STEPS Batumi Hotel & Suites" პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@stepsbatumi.ge  და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება ხარჯთაღმრიცხველი.  

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 29 სექტემბერი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!