დაცვის თანამშრომელი

თბილისი სრული განაკვეთი ibis Tbilisi Ortachala
მივლინება: არა
უშიშროება/დაცვა: დაცვა (ზოგადი)
ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანია „HPM“, რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. 

ჩვენი მიზანია:
შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;

ამჟამად, 156 ნომრიანი Accor Group-ის სასტუმრო ibis Tbilisi Ortachala აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე. 
სასტუმროს ადგილმდებარეობა - თბილისი, გულუას 22 

ძირითადი მოვალეობები: 
  • სასტუმროს შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლი/მონიტორინგი;
  • სასტუმროს დაცვა და წესრიგის უზრუნველყოფა;
  • სათვალთვალო კამერების მონიტორინგი ნებისმიერი შეფერხების თავიდან არიდების მიზნით;
  • სტუმრების უსაფრთხოებაზე ზრუნვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
  • სასტუმროს ან დაახლოებულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტიერებულობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.ibis@hpm.ge . სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - „დაცვის თანამშრომელი.“;
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ „ibis Tbilisi Ortachala“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ ზემოთხსენებულ ელფოსტაზე.

გისურვებთ წარმატებებს!