დაცვის სამსახურის სპეციალისტი

თბილისი ნახევარი განაკვეთი სამედიცინო ველნეს კურორტი ბიოლი
მივლინება: არა
უშიშროება/დაცვა: დაცვა (ზოგადი), მაღაზიის/ობიექტის დაცვა

ველნეს კურორტიბიოლი, რომელიც მდებარეობს კოჯორში აცხადებს ვაკანსიასდაცვის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.  

მოვალეობები

  • შექმნას უსაფრთხო სამუშაო გარემო სტუმრებისა და თანამშრომელთათვის
  • მოახდინოს შენობის რეგულარული პატრულირება და გააკეთოს ყოველდღიური მოხსენებები აღმოჩენილი დარღვევების შესახებ
  • მოახდინოს გასაღებების მიღება-გაცემისა და დალუქული გასაღებების კონტროლი
  • ზედამხედველობა გაუწიოს სახანძრო, ვიდეოსამეთვალყურეო, განგაშის სისტემებისა და სხვა ტექნიკური აღჭურვილობების გამართულად ფუნქციონირებას
  • ზედმიწევნით დაიცვას დაცვის სამსახურის შინაგანაწესი და უზრუნველყოს თანამშრომელთა მხრიდან თვითოეული სამუშაო პროცედურის სწორად შესრულება
  • მოახდინოს სტუმართა კონტროლი და უზრუნველყოს არასასურველი სტუმრების შენობიდან დროული გაყვანა
  • აღმოაჩინოს საფრთხისშემცველი გარემოებები და უზრუნველყოს ყოველგვარი რისკების დროული აღმოფხვრა

 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;  

  
უნარჩვევები

  • კომუნიკაციის უნარი
  • ყურადღება დეტალების მიმართ

 

  
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთგამოაგზავნოთ რეზიუმე (CV)  შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: jobs@bioli.ge  გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - დაცვის სამსახურის სპეციალისტი

 

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს „მედგრუპ ჯორჯია“-ს (ს/კ: 205206873) (შემდგომში „კომპანია“) მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა;

გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით ამისთვის უნდა დაგვიკავშირდეთ.