ოფისის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ჯორჯიან ქარდბოარდი
მივლინება: არა ხელფასი: 1500
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ადმინისტრაცია: ოფისის მენეჯმენტი

შპს ჯორჯიან ქარდბოარდი აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

მისამართი : კახეთის გზატკეცილი N106

 

 მოვალეობები:

  •  საოფისე საქმიანობის კოორდინირება და ორგანიზება;
  • კორესპონდენციის მართვა,შეკვეთების მიღება/დადასტურება/კონტროლი,კლიენტებთან და პარტნიორებთან საქმიანი მიმოწერა კომპეტენციის ფარგლებში;
  • სატელეფონო ზარების მიღება და ინფორმაციის საჭიროებისამებრ მიმართვა;
  • ოფისის საკანცელარიო მარაგების კონტროლი / შევსება ;
  • დასაქმებულთა ბაზისა და დოკუმენტაციის მართვა ( ხელშეკრულებები ; ბიულეტინი ; შვებულება) ;
  • დაქირავებულთა სამუშაო დროის აღრიცხვა/კონტროლი;
  • ოფისში შემოსული სტუმრების მიღება/გადამისამართება ;
  • ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება;


აუცილებელი მოთხოვნები :

  • უმაღლესი განათლება;
  •  ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  •  ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
  •  აუცილებელია Microsoft Office (Word, Excel , Outlook)-ის ცოდნა

 

სხვა მოთხოვნები:

  •  გუნდური მუშაობის უნარი;
  •  კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა. 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.


პირობები :

  • განაკვეთი : სრული ( ორშაბათი-პარასკევი)
  • სამუშაო საათები : 10:00-19:00 (  1 საათიანი შესვენება)
  • ანაზღაურება : 1500 ლარი 
  • ერთჯერად კვებას უზრუნველყოფს კომპანია .

 

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ფოსოტურათით შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:  geo.cardboard1@gmail.com