კოორდინატორი

მივლინება: არა ხელფასი: 900
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
სამედიცინო: რეგისტრატურა
„ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას კოორდინატორის პოზიციაზე. 
ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი წარმოადგენს საქართველოში წამყვან სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ხორციელდება ყველა სახის სისხლძარღვოვანი და გულის პათოლოგიების სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა. 
 
სამუშაო ადგილი: დიღომი, კ. ჩაჩავას ქუჩა #1; 
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 17:00 საათამდე, შაბათი მონაცვლეობით 10:00 საათიდან 14:00 საათამდე; 
ანაზღაურება: 900 ლარი  
 
ძირითადი ფუნქციები: 
  • პაციენტის დახვედრა კლინიკის შესასვლელ სივრცეში; 
  • პაციენტთან პროაქტიული კომუნიკაცია; 
  • პაციენტის დაკვალიანება მომსახურების ეტაპებსა და მიმართულებებთან დაკავშირებით; 
  • პაციენტისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება; 
  • პაციენტის დადგენილი პროცედურების მიხედვით მომსახურება; 
  • მომსახურების სტანდარტისა და კორპორატიული დრეს კოდის დაცვა; 
  • პაციენტის კმაყოფილებაზე ზრუნვა; 
  • ყველა პაციენტის შესაბამისი რიგის ნომრით უზრუნველყოფა და რეგისტრატურაში / ექიმთან გადამისამართება; 
  • საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის ექიმთან ჩაწერა. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება/სტუდენტი; 
  • სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • უცხო ენების ცოდნა - ინგლისური/რუსული (საკომუნიკაციო დონეზე); 
  • საოფისე პროგრამების ბაზისური ცოდნა; 
 
უნარები და თვისებები: 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • ქართულ ენაზე გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; 
  • სწრაფი რეაგირების უნარი; 
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: vacancy@vivomedical.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "კოორდინატორი". 
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას! 
 
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.