რეგისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი კურაციო
მივლინება: არა ხელფასი: 500
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
სამედიცინო: რეგისტრატურა
კლინიკა კურაციო აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე

მოვალეობები
  • პაციენტების რეგისტრირება კლინიკის ელექტრონულ პროგრამაში და მომსახურება
  • ფინანსური ანგარიშგების წარმოება

მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება ან სტუდენტი
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა

პირობები
დღიანი სამუშაო კვირა
სამუშაო დღეები ცვლებში:
9:30 საათიდან 14.30 საათამდე /ან 14:30 საათიდან 20.30 საათამდე
შაბათი - 10:00 საათიდან 16:00 საათამდე
ან კვირა - 10:00 საათიდან 16:00 საათამდე

ანაზღაურება 500 ლარი (ნეტ)

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@curatio.ge

გთხოვთ, გამოგზავნისას წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება „რეგისტრატორი“.

გაცნობებთ, სს “კურაციო” ამუშავებს კანდიდატის მიერ გაზიარებულ ინფორმაციას (რეზიუმეს (CV), თანდართულ დოკუმენტებს (მათ შორის, სერტიფიკატებს, დიპლომებს) და აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებს), გამოცხადებულ ან/და სამომავლო ვაკანსიაზე, კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა სს „კურაციოს“ და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; აღნიშნული მიზნით, კანდიდატი უფლებამოსილია დაუკავშირდეს სს „კურაციოს“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შემდეგ ელ-ფოსტაზე: dpo@curatio.ge
წინამდებარე შეტყობინების საფუძველზე, კანდიდატი მიიჩნევა ინფორმირებულად მის შესახებ სს “კურაციოს” მიერ მონაცემთა დამუშავების საკითხებზე.