ექსპერტ-შემფასებელი

თბილისი სრული განაკვეთი გრანთ თორნთონი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამშენებლო, უძრავი ქონება: უძრავი ქონების ექსპერტი/შემფასებელი
შპს გრანთ თორნთონ აცხადებს ვაკანსიას ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე. 

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
  • უძრავი/მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენა შეფასების საერთაშოორისო სტანდარტების მიხედვით;
  • უძრავი/მოძრავი ქონების შეფასების დასკვნის მომზადება;
  • ქონების ინსპექტირება, ფოტოგრაფირება, ინფორმაციის მოძიება;
  • ბიზნესის შეფასება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებებით);
  • უძრავ/მოძრავი ქონების და ბიზნესის შემფასებლის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება; 
  • სერთიფიცირების ორგანოს მიერ გაცემული ბიზნესის ან/და უძრავი ქონების ან/და მატერიალური მოძრავი ქონების შემფასებლის სერტიფიკატი;
  • ქართული ენის კარგად ცოდნა. სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • უპირატესობა მიენიჭებათ მსხვილ პროექტებზე, ასევე საერთაშორისო საკონსულტაციო ან აუდიტორულ კომპანიებში  მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს.

უნარები და პიროვნული თვისებები: 
  • სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების, დროის მართვის უნარი;
  • ინფორმაციის სწრაფად მოძიების, პრიორიტეტების გამოყოფის, ანალიზისა და ლოგიკურად დაკავშირების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და პრეზენტაციის უნარი;
  • რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • ინდივიდუალურად და ჯგუფურად მუშაობის უნარი;
  • პროფესიული თვითგანვითარებისკენ სწრაფვის უნარი;
  • კეთილსინდისიერება, მოწესრიგებულობა;
  • პასუხისმგებლობის უნარი, თავაზიანობა, პუნქტუალურობა, ენერგიულობა,  კრეატიულობა და ინიციატივის გამოჩენის  უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე: Appraiser_ ექსპერტ-შემფასებელი

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 30 სექტემბერი, 2024
გისურვებთ წარმატებას!
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე