უძრავი ქონების აგენტი

თბილისი, ბათუმი სრული განაკვეთი საქართველოს რეალტორ გრუპი
ხელფასი: 1000 - 5000
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების აგენტი, უძრავი ქონება

უძრავი ქონების საბროკერო კომპანია “GEORGIAN REALTOR GROUP“ ახალგაზრდა, დინამიური და მაღალკვალიფიციური კადრებით  დაკომპლექტებული ორგანიზაციაა. 
ჩვენ ვეძებთ აქტიურ , მიზანმიმართულ და სიცოცხლით სავსე ადამიანებს, რომლებსაც სურთ მუდმივი განვითარება და ახალი ცოდნის მიღება.

უძრავი ქონების საბროკერო კომპანია “GEORGIAN REALTOR GROUP“ აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის (ბროკერი) პოზიციაზე, თბილისსა და ბათუმში

 

მოვალეობები: 

  • მყიდველსა და გამყიდველს შორის აქტიური მოლაპარაკებების   წარმოება; 
  • უძრავი ქონების  მონაცემთა ბაზაში - შეტანა; 
  • კლიენტისთვის სასურველი ობიექტის მოძიება და შეთავაზება; 
  • ჩვენებების დაგეგმვა/განხორციელება - ხელშეკრულებების გაფორმება; 


მოთხოვნები: 

  • თავაზიანობა,  კომუნიკაბელურობა, დროის მართვის უნარი. 
  • რუსული ან  ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა/ორივე ენა ჩაითვლენა უპირატესობად; 
  • საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა; 
  • სასურველია საკუთარი ლეპტოპის ქონა ;  

 
პიროვნული თვისებები: 

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • ორგანიზებულობა; 
  • შრომისმოყვარე; 
  • კარგი კომუნიკაციის უნარი; 
  • პუნქტუალური; 
  • ენერგიული; 
  • შედეგებზე ორიენტირებული; 
  • განვითარებაზე ორიენტირებული; 

 
ჩვენ რას გთავაზობთ: 

  • უფასო ტრენინგები. 
  • სახალისო სამუშაო გარემოს; 
  • სამუშაო საათები  11:00-დან 19:00-მდე ; 
  • შაბათს 12:00-დან 17:00-მდე
  • კვირა  სრული დასვენების დღე  ;  
  • ხელმძღვანელთა მუდმივ მხარდაჭერას; 
  • კორპორატიულ სატელეფონო პაკეტს.

 

დამწყებთათვის შესაძლებელია საქმიანობის ადგილზე შესწავლა.

ხელფასი: 1000-5000 ლარამდე.

 

გამოცდილი კადრის ხელფასი  დამოკიდებული იქნება კანდიდატის გამოცდილებასა და პროფესიულ უნარ-ჩვევებზე.
ოფისში გელოდებათ მეგობრული, პროფესიული და კეთილმოწყობილი გარემო. ყოველგვარი დახმარება ხელმძღვანელობისგან და განხილვა კომპანიის წინსვლასა და განვითარებაზე

 

ჩვენი მისამართია:  - ბიზნეს ცენტრი ქარვასლა (დადიანის N7) 

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: davitkoncelidze.1996@gmail.com
ან  დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: +995593343859
     
 
გისურვებთ წარმატებას!