ტექნიკოსი

ბათუმი სრული განაკვეთი ელთ ბილდინგი
მივლინება: არა
ენერგეტიკა: ტექნიკოსი (ენერგეტიკა)
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია ,,ელთ ბილდინგი“ და მასში შემავალი მრავალფუნქციური სასტუმროს ტიპის კომპლექსი “La Quinta by Wyndham” და “Wyn” რეზიდენსი, 100–ზე მეტი სასტუმროს ნომრითა და 1000 მდე პრემიუმ და პლატინუმ კლასის აპარტამენტით, რომელსაც მართავს საერთაშორისო გუნდი ,,River Rock Hotels and Resorts’’ აცხადებს ვაკანსიას  აპარტამენტების ტექნიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • ტექნიკის გამოყენების ცოდნა მისი სრული ინსტრუქციის დაცვით და სტუმრის საჭიროებებიდან გამომდინარე;
  • ყველა არსებული გასაღებების, ელექტრონული ბარათების და სხვა მნიშვნელოვანი ნივთების შენახვა-უზრუნველყოფა;
  • უზრუნველყოს სასტუმროს მთლიან ტერიტორიაზე არსებული დანადგარების, ტექნიკური ინვენტარის (კონდენციონერების, ტელევიზორების) შეკეთება, მოვლა და პატრონობა;
  • აღჭურვილობის და სამუშაო იარაღების მოვლა და გაფრთხილება;
  • კომპანიის უსაფთხოების წესების გაცნობა და დაცვა;
  • პასუხისმგებლობით მიუდგეს საინჟინრო განყოფილების გამართულ და ეფექტურ მუშაობაზე;
  • მუდმივად მოაწესრიგოს სათადარიგო ნაწილები და მათი სწორად დასაწყობება;

საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
  • სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე 1 წლიანი გამოცდილება;
  • უცხო ენების ცონდა საკომუნიკაციო დონეზე ჩაითვლება უპირატესობად; 

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ფიზიკურად შრომის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა ;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • 5 დღიან სამუშაო კვირას, მცოცავი გრაფიკით;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზუმე ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@eltbg.com  სათაურის ველში, გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!