პოს-ტერმინალების ტექნიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი ბს/2 ჯორჯია
მივლინება: არა
ენერგეტიკა: ტექნიკოსი (ენერგეტიკა)
,,ბს/2 ჯორჯია“-ს გუნდში ვეძებთ პოს ტერმინალების ტექნიკოსს

"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (https://bs2.lt/ge/career/ ). ჩვენ ვემსახურებით საქართველოში წამყვან ბანკებს,  ბანკომატების და პოს - ტერმინალების მიმართულებით.ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში და ჩვენი რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს 9 ქვეყანაში.  

Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More

ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:
  • საჭირო აპარატურის ობიექტზე მიტანა და მისი ადგილზე ტექნიკურად გამართვა;
  • ტერმინალების პარამეტრიზაცია, აქტივაციის კოდით გააქტიურება;
  • ინტეგრირებული ტერმინალის დაყენების/გამართვის შემთხვევაში მომხმარებლის კომპიუტერში შესაბამისი სოფთის ჩაწერა/კონფიგურაცია.

მოთხოვნები:
  • პირადი მსუბუქი ავტომობილის ფლობა;
  • ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ავტომობილის იჯარას;
  • ავტომობილის დაზღვევას;
  • საკომუნიკაციო ხარჯებს;
  • Fit pass ბარათს.
ანაზრაურება: ფიქსირებული + ზეგანაკვეთური

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - პოს - ტერმინალების ტექნიკოსი 
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!