ციფრული მარკეტინგის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ავტობანი
მივლინება: არა
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია „ავტობანი“ აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე 
„ავტობანი“ საქართველოს ბაზარზე 1995 წლიდან ფუნქციონირებს და წამყვანი კომპანიაა ავტოსათადარიგო ნაწილებისა და ავტოსერვისის ინდუსტრიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის ფართო სპექტრს მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისგან. 
კომპანია „ავტობანის“ მიზანია ხანგრძლივი, სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული ურთიერთობის ჩამოყალიბება თითოეულ თანამშრომელთან. 

ძირითადი მოვალეობები: 
  • კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის საფუძველზე, ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა, განხორციელება და კონტროლი; ციფრული მარკეტინგის გუნდის მართვა და შედეგების რეგულარული მონიტორინგი , წინასწარ დადგენილი წარმატების ინდიკატორების შესაბამისად; 
  • ციფრული მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება; 
  • კონტენტის, ედვერთაიზინგის და დიზაინის სპეციალისტების მართვა და კოორდინაცია; 
  • ციფრული ბაზრის კვლევა და ანალიზი, ციფრული მარკეტინგული ტენდენციების მონიტორინგი; 
  • მარკეტინგული კამპანიების შესრულების ანალიზი და მათი გაუმჯობესების გზების განსაზღვრა; 
  • ვებ-გვერდის და სხვა ციფრული პლატფორმების ოპტიმიზაცია მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად; 
  • მომხმარებლების მოზიდვა და მათი კონვერტაციის პროცესის მართვა; 
  • ციფრული მარკეტინგული კამპანიების შედეგების შესახებ ანგარიშგება CMO-სთვის; 
  • ციფრული მარკეტინგის ბიუჯეტის ეფექტური გამოყენება და ხარჯების კონტროლი; 
 
ძირითადი მოთხოვნები: 
  • ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; 
  • გუნდის მართვის გამოცდილება; 
  • შესაბამისი ციფრული მარკეტინგული პორტფოლიო; 
  • ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის  ადაპტირების უნარი კომპანიის სტრატეგიასთან; 
 
პიროვნული მახასიათებლები: 
  • სტრატეგიული და კრიტიკული გადაწყვეტილების მიღების უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • შემოქმედებითი აზროვნების უნარი; 
  • შედეგზე ორიენტირებულობა; 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • სიახლეებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი. 
 
სამუშაო გრაფიკი:  10:00 – 18:00 -მდე კვირაში ხუთი დღე.  

ჩვენ გთავაზობთ:  
  • მრავალფეროვან და საინტერესო ტრენინგებს;  
  • საინტერესო გუნდთან ინტეგრაციასა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;  
  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
  • კვებას;  
 
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hr@autobani.com  გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს „ავტობანი 2000"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში." 
 გისურვებთ წარმატებას!