ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ირლანი
მივლინება: არა
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა
კომპანია ირლანი აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტის პოზიციაზე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • პროექტის ხარჯთაღრიცხვის შედგენა სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით;
  • პროექტის ტექნიკური და საშემსრულებლო დოკუმენტაციის მომზადება/მოწესრიგება;
  • შესრულებული სამუშაოების აქტების (ფორმა #2) მომზადება;
  • პროექტიდან მოცულობათა უწყისის (BOQ) ამოღება, დამუშავება და მიწოდება შესაბამისი სამსახურებისათვის.
  • ტექნიკური დავალების დადგენის მიზნით, კომუნიკაცია დამკვეთებთან, პროექტ მენეჯერთან და ინჟინრებთან.
  • ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • უმაღლესი განათლება (სასურველია სამშენებლო-საინჟინრო კუთხით);
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

უნარ-ჩვევები:
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;

აუცილებელია CV გადმოგზავნა ფოტოსურათთან ერთად irlani.ltd@gmail.com , საგანში მიეთითოს ვაკანსიის დასახელება.