სამშენებლო ხარჯთაღმრიცხველი

ქუთაისი სრული განაკვეთი გეგუ
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ქართული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა
კომპანია "გეგუ" წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას რომელიც 2021 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს. ჩვენ უკვე წარმატებით დავასრულეთ არაერთი პროექტი და ამჟამად გვაქვს 20 მეტი მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო ობიექტი საქართველოში.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - სამშენებლო ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: ქუთაისი, გამარჯვების N 11
სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • პროექტის ხარჯთაღრიცხვის შედგენა სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით
  • პროექტის ტექნიკური დოკუმენტაციის მოწესრიგება
  • საპროექტო ნახაზების საფუძველზე მასალათა სპეციფიკაციების შემოწმება
  • პროექტის ფარგლებში გამოსაყენებელი მასალებისა და სამუშაოების ფასის კვლევა.
  • შესრულებული სამუშაოების აქტების (ფორმა #2) დამუშავება და შესაბამის ფორმაში მოყვანა;
  • პროექტიდან მოცულობათა უწყისის (BOQ) ამოღება, დამუშავება და მიწოდება შესაბამისი სამსახურებისათვის.
  • ფასთა ოპტიმიზაციის მიზნით პროექტის სპეციფიკაციების დამუშავება მთავარ ინჟინერთან.
  • ტექნიკური დავალების დადგენის მიზნით, კომუნიკაცია დამკვეთებთან, პროექტ მენეჯერთან და ინჟინრებთან.
  • ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიური და/ან სამშენებლო-საინჟინრო კუთხით);

უნარ-ჩვევები:
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:
  • მზარდ კომპანიას დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: hrgegu@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.