იურიდიული შესაბამისობის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ქართული აგრო სახლი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
იურიდიული: იურისტი
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტი - შპს "ქართული აგრო სახლი" წარმოადგენს საქართველოში წამყვან პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ უმაღლესი ხარისხის ბოსტნეულს. იგი ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით, როგორიცაა "პლანტა" და "ქართული მოსავალი".

შპს "ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას იურიდიული შესაბამისობის სპეციალისტის პოზიციაზე, ქ. თბილისში.
მისამართი - თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი  
სამუშაო საათები - 09:00 – 18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • იურიდიული და ოფიციალური დოკუმენტაციის მომზადება, გადახედვა, დამუშავება და შენახვა, როგორიცაა ხელშეკრულებები პარტნიორებთან, ბრძანებები, პოლიტიკები, პროცედურები და კორპორატიული ჩანაწერები. არსებული დოკუმენტაციის განახლების ვადების კონტროლი; 
  • კომპანიის შიგნით ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციის გაწევა ხელშეკრულების ინტერპრეტაციის, რისკის შეფასების და შესაბამისობის საკითხებზე ყველა დაინტერესებულ მხარესთან;
  • ორგანიზაციის ოპერაციებთან და ინდუსტრიასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების და რეგულაციების კვლევა და ანალიზი;
  • რეგულაციებისა და სამართლებრივი ცვლილებების კონტროლი, რეკომენდაციების უზრუნველყოფა/გატარება შესაბამისობისთვის; 
  • პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავება და განხორციელება და მონიტორინგი მოქმედ კანონებთან და რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
  • ყველა ოფიციალური და პროცედურული დოკუმენტაციის რეესტრის წარმოება, შენახვა და დაცვა;
  • თანამშრომლობა დეპარტამენტებთან, მათ შორის ფინანსების, კომერციის, ოპერაციების და ადამიანურ რესურსების გუნდთან სამართლებრივი საკითხების გადასაჭრელად და ბიზნეს ინიციატივების მხარდასაჭერად; 
  • მენეჯმენტის მიერ დაკისრებული სხვა სამართლებრივი და პროცედურული ამოცანებისა და პასუხისმგებლობის შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება კორპორატიულ გარემოში სამართლის მიმართულებით;
  • MS office ის უმაღლეს დონეზე ცოდნა;
  • სიზუსტეზე და დეტალებზე ორიენტირებული; 
  • ძლიერი კომუნიკაციის და პრობლემების გადაჭრის უნარი, მხარეებთან/თანამშრომლებთან ადვილად ადაპტირების უნარი;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;

უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პოზიტიური და ენერგიული;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი; 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებისადმი ორიენტირებული;

ჩვენ გთავაზობთ: 
  • თანამშრომლის წილ საპენსიო შენატანს (2%) ფარავს კომპანია;
  • დაზღვევა;
  • ფასდაკლება ჩვენს პროდუქციაზე;
  • პერიოდული საჩუქრები და სხვადასხვა აქტივობები კომპანიისგან.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: hr@gah.ge და ელ.ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა - 20 სექტემბერი.