წარმოების საოპერაციო ხელმძღვანელი

ქედის მუნიციპალიტეტი, ჩოხატაური სრული განაკვეთი კახური ტრადიციული მეღვინეობა
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
წარმოება/ოპერაციები: წარმოების/ქარხნის მართვა
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შ.პ.ს. ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა“ აცხადებს ვაკანსიას შვილობილი კომპანიისთვის წარმოების საოპერაციო ხელმძღვანელის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქედა და ჩოხატაური
სამუშაო გრაფიკი: სრული

  • საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • წარმოებაში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება;
  • წარმოების პრიცესების ცოდნა;
  • ნედლეულის და დამხმარე მასალების შესყიდვების გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

ფუნქციები და მოვალეობები:
  • წარმოების ყოველდღიური პროცესების მართვა, დაგეგმვა, კონტროლი;
  • საწარმოო მარაგების აღრიცხვის და ნაშთების კონტროლი;
  • წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის უწყვეტობის უზრუნველყოფა;
  • პერსონალისთვის სამუშაო პირობების შექმნა და საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა; 
  • პრობლემების დროულად აღმოფხვრა;
  • დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • წარმოებაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით თანამშრომლების გადანაწილება; სამუშაო გრაფიკის დაცვა;
  • თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაობის კონტროლი;
  • სარეალიზაციო  პროდუქციის მომზადების კონტროლი;
  • შიდა საჭირო დოკუმენტაციის წარმოება-კონტროლი;

უნარ-ჩვევები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ,,წარმოების საოპერაციო ხელმძღვანელი“ კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
სააპლიკაციო ფორმები მიიღება 2024  წლის 23 სექტემბრის  ჩათვლით.