მორიგე ოპერატორ - რეგისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი მედიქალ ვორლდ დიაგნოსტიკ
მივლინება: არა
სამედიცინო: რეგისტრატურა
მედიქალ ვორლდი 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელეს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს, სრულიად საქართველოს მასშტაბით. კომპანია მედიქალ ვორლდი ფლობს ასევე საქართველოში ერთერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს რომელიც მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის სახელითაა ცნობილი 
“Medical World Spa&Wellnes”კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. მიმდინარე წლის ივლისიდან მედიქალ ვორლდის ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედ 11, რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში.
მედიქალ ვორლდის გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და მდგრადი სამუშაო გარემოს შენარჩუნებას.

„მედიქალ ვორლდის ლაბორატორია “  აცხადებს მორიგე ოპერატორ - რეგისტრატორის ვაკანსიას:
 
მდებარეობა: ქ.თბილისი; გივი ჟვანიას ქ #15(ყოფილი: ლუბლიანას ქ# 33).
სამუშაო განაკვეთი: წინასწარ გაწერილი გრაფიკის მიხედვით (16 სთ გრაფიკით: საღამოს 18:00 სთ - დილის 10:00 სთ-მდე; ხოლო 24 სთ გრაფიკით: დილის 10:00სთ -მეორე დილის 10:00სთ).
ანაზღაურება:16 საათიანი მორიგეობის ანაზღაურება 75 ლარი,
24 საათიანი მორიგეობის ანაზღაურება 100 ლარი.

სამუშაოს აღწერა:
  • შემოსული პაციენტის მიღება , რეგისტრაცია და სალარო ოპერაციების შესრულება;
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი და შესაბამისი რეაგირება;
  • სოციალურ გვერდებზე და ელ.ფოსტაზე შემოსულ შეტყობინებებზე სწრაფი რეაგირება;
  • პროვაიდერი კლინიკებიდან შემოსული მიმართვების საფუძველზე პაციენტების რეგისტრაცია;
  • ანალიზთან მიმართებით წარმოქმნილ ნებისმიერ ხარვეზზე სწრაფი რეაგირება;
  • სამუშაო დღის ბოლოს მიმდინარე პროცესების გადაბარება, მორიგე რეგისტრატორისთვის;

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო მიმართულებით) ;
  • უპირატესობად ჩაითვლება  მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • რუსული ან ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა ;

პიროვნული მახასიათებლები:
  • კომუნიკაციის უნარი;
  • გამართული მეტყველება; 
  • თავაზიანობა და კორპორატიული კულტურის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • ოპერატიულობა და პუნქტუალობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

შერჩევა მოხდება სამ ეტაპად:
  • რეზიუმეების გადარჩევა;
  • საწყის ეტაპზე გასაუბრება შესაბამის კომისიასთან;
  • გადაწყვეტილების ეტაპი - დამფუძნებელთან გასაუბრება. 

ჩვენთან დაგხვდებათ:
  • სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
  • ეფექტურ სადაზღვევო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა კომპანიის მხრიდან თანადაფინანსებით;
  • FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;
  • ფასდაკლება ლაბორატორიულ გამოკვლევებზე (ვრცელდება ოჯახის წევრებზეც).

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე hr.mwlab@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!