მიმღები-რეგისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი სასტუმრო ინტურისტი ყაზბეგი
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მიმღები (Front Office)
სასტუმრო ,,Intourist Hotel Kazbegi’’ აცხადებს ვაკანსიას მიმღები-რეგისტრატორის პოზიციაზე

ფუნქცია-მოვალეობები:
  • თავაზიანი, პოზიტიური ურთიერთობა როგორც სასტუმროს სტუმრებთან, ასევე თანამშრომლებთან;
  • სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
  • სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
  • სატელეფონო საუბრის და ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა;
  • სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
  • სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
  • სისტემაში არსებული მიმდინარე დღის ჯავშნების მომზადება (სარეგისტრაციო ბარათების ბეჭდვა, გასაღებების დამზადება და ა.შ);
  • სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში სასტუმროში არსებულ სხვა დეპარტამენტებში ინფორმაციის გადაცემა;
  • სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • ნებისმიერი დამატებითი ენა ჩაითვლებება უპირატესობად;
  • კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
  • კომუნიკაბელური,
  • გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი.

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
  • ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების დასახვის უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე   შემდეგ ელექტორნულ მისამართზე: hr@intouristkazbegi.com  და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.