პრისელერი

თბილისი სრული განაკვეთი თბილღვინო
მივლინება: არა
ენები: რუსული, ინგლისური მართვის მოწმობა: B
გაყიდვები: პრისელერი
„თბილღვინო” ქართული ღვინის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციასაც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში იცნობენ, აფასებენ და ენდობიან.
„თბილღვინოს” ისტორია ათეულობით წელს ითვლის და ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან იწყება. 1962 წელს საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.
„თბილღვინოს“ გაშენებული ვენახების ფართობმა 402 ჰექტარს მიაღწია. ვენახებში გაშენებულია საფერავის ჯიშის ყურძენი და მდებარეობს ქინძმარაულისა და მუკუზნის მიკროზონებში. ჯამში, კახეთის რეგიონში, „თბილღვინოს“ ვენახებში 350-მდე სამუშაო ადგილია შექმნილი. 
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.tbilvino.ge
თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე.

ძირითადი ამოცანები:
  • დაქვემდებარებულ ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი;
  • ქსელში არსებული დებიტორული დავალიანების კონტროლი;
  • ქსელში არსებული პრობლემური დებიტორული დავალიანებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელთან;
  • ყოველთვიური და ყოველკვარტალური გაყიდვების გეგმის შესრულების მონიტორინგი;
  • ყოველთვიური და ყოველკვარტალური თანხის შემოტანის გეგმის შესრულების მონიტორინგი;
  • დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის კონტროლი;
  • არსებული TT-ს და სხვა ობიექტების გამოვლენა და მათი მაქსიმალურად ათვისება;
  • კომპანიის მიერ გაწერილი სამუშაო გრაფიკის და შინაგანაწესის დაცვა;
  • ობიექტების კატეგორიზაცია კომპანიის მიერ შემუშავებული კატეგორიზაციის სისტემის მიხედვით;
  • ყოველდღიური ჩატარებული სამუშაოების შესახებ რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
  • ყოველდღიურად ამოღებული თანხების კომპანიის ანგარიშზე განთავსება და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
  • ქსელში არსებული პრობლემის დაუყოვნებლივი რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია აღნიშნულ პოზიციაზე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ინგლისური B1;
  • რუსული B1;

პროფესიული უნარები:
  • ორგანიზებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობა;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი და გამოცდილება;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • დავალებების სწორად გადანაწილება; 
  • პრიორიტეტების სწორად დასახვა.

დამატებითი მოთხოვნები:
  • აუცილებელია მართვის მოწმობა (B კატეგორია) და საკუთარი ავტომობილი

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: დავით სარაჯიშვილის #2, თბილისი
  • სამუშაო საათები: 09:00 - 18:00 
  • სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიონალებით დაკომპლექტებულ, მეგობრულ გუნდსა და გარემოს
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს
  • ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას, შესრულებული სამუშაოს შეფასებაზე დაფუძნებულ საბონუსე სისტემას და სხვა კორპორატიულ ბენეფიტებს

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: join@tbilvino.ge  და სათაურის ველში მიუთითეთ  პოზიციის დასახელება. 
„თბილღვინო“ წარმატებას გისურვებთ!
CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.