ქონების დაზღვევის შემთხვევების მართვის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
დაზღვევა: დაზღვევა (ზოგადი)
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას ქონების დაზღვევის შემთხვევების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:
  • ქონების სადაზღვევო შემთხვევის ქეისის სრული მართვა;
  • დარეგულირებისათვის ყველა საჭირო დოკუმენტის მოწესრიგება;
  • პროვაიდერებთან, ზარალის შემფასებლებთან კონტაქტი;
  • სადაზღვევო პირობების და ვადების გათვალისწინებით ზარალის დარეგულირება;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი  განათლება;
  • კომუნიკაციის წამოების უნარები;
  • მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა ( MS Office);
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  jobs@gpih.ge

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line” - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ქონების დაზღვევის შემთხვევების მართვის მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/