მწვანე ყვავილა 1950 აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე ქუთაისში
მოვალეობები:
- კომპანიაში საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის მართვა, რაც გულისხმობს კომპანიის ოპერაციების ზუსტი, დროული და საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისი აღრიცხვის წარმოებას ;
- ყოველდღიური სამეურნეო და ფინანსური ოპერაციების საბუღალტრო ასახვა;
- პირველადი დოკუმენტების მომზადება, სისწორის შემოწმება, დალაგება და პროგრამაში გატარება;
- ყოველთვიური ბალანსის, მოგება-ზარალის, ნაღდი ფულის მოძრაობის ანგარიშის მომზადება, საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობა და საგადასახადო აღრიცხვის წარმოება, დეკლარაციების მომზადება;
- პროდუქციის, სასაქონლო-მატერიალური მარაგების და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა პირველადი დოკუმენტების საფუძველზე;
- საქვეანგარიშო თანხების კონტროლი;
- ხელმძღვანელობისათვის სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება
მოთხოვნა:
- უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით
- საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა
- საბუღალტრო პროგრამა Oris-ის მაღალ დონეზე ცოდნა
- მთავარ ბუღალტრად მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისმართზე: mtsvanekvavila1950@yahoo.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე:+995 431 278413