მთავარ ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი HPM
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: მთავარი ბუღალტერი
ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანია „HPM“, რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. 

ჩვენი მიზანია:
შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა სართაშორისო ბრენდულ სასტუმროებს. 

ამჟამად კომანია „HPM”-ში ჩვენ ვეძებთ მთავარ ბუღალტერს სასტუმროების მიმართულებით და გთავაზობთ გუნდურ, კომფორტულ, მოქნილ, სამართლიან და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.

მთავარი ბუღალტრის ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
  • ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა, ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება;
  • ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიცირება კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით;
  • ოპერაციების სისწორის მონიტორინგი, გადარიცხვების შესყიდვების/რეალიზაციების საბუღალტრო სისტემაში აღრიცხვა;
  • ფინანსური და საგადასახადო ანგარიშების მართვა და კონტროლი;
  • საგადასახადო აღრიცხვის წარმოება, მონიტორინგი და საგადასახადო დეკლარირება;
  • საგადასახადო ანგარიშგებების მომზადება და მენეჯმენტის, კრედიტორების, ინვესტორებისა და აუდიტორების საბუღალტრო ინფორმაციით უზრუნველყოფა;
  • ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
  • დადგენილ ვადებში დეკლარირება
  • პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვაში აქტიური ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
  • აუცილებელია სასტუმროს  ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • სხვადასხვა საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;
  • FMG-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
  • Ms Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • აუცილებელია, ACCA-ს სერტიფიკატი (სასურველია, სრული კურსი);
  • IFRS სტანდარტების ცოდნა;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@hpm.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება:  „მთავარი ბუღალტერი“
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.