სოციალური მედიის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ონექს ჯორჯია
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია „ონექს ჯორჯია“ არის სწრაფად მზარდი საერთაშორისო ამანათების გადამზიდავი კომპანია საქართველოში, რომლის გუნდში ვეძებთ კრეატიულ, განვითარებაზე ორიენტირებულ და თვითმოტივირებულ სოციალური მედიის მენეჯერს.  
 გრაფიკი: სრული, 5 სამუშაო დღე, 10:00-18:00. 
(დისტანციურად მუშაობა არ განიხილება) 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • სოციალური მედია სტრატეგიის შექმნა და მისი განხორციელება; 
  • ბრენდის ქვეშ შემავალი სოციალური მედია პლატფორმების მართვა (Facebook, Instagram, TikTok, Linkedin); 
  • კონტენტისა და ვიზუალური მასალის შექმნა დიზაინერის დახმარებით და განთავსება ციფრულ პლატფორმებზე; 
  • სოციალური მედია კამპანიების დაგეგმვა,  სეგმენტირებული რეკლამება და შედეგების ანალიზი; 
  • ვებ-გვერდის გამართული შინაარსობრივი და ვიზუალური მხარის უზრუნველყოფა; 
  • Email კამპანიების წარმოება; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • სოციალური მედიის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება; 
  • Facebook Ads, Business Manager-ის მაღალ დონეზე ცოდნა და წარმატებული სოც. მედია კამპანიების მართვის გამოცდილება 
  • ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სალაპარაკო დონეზე; 
  • ძლიერი ანალიტიკური, წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი; 
  • Google Ads, Google Analytics-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად 
  • Photoshop - ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; 
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე hr@onex.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.