უფროსი ტექნიკური სპეციალისტი

მცხეთა სრული განაკვეთი შატო მუხრანი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება
სს „შატო მუხრანი“ აცხადებს ვაკანსიას უფროსი ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე
კომპანია: სს „შატო მუხრანი“
ადგილმდებარეობა: სოფ. მუხრანი, მცხეთა
განაკვეთი: სრული

პოზიციის როლი:
ამ პოზიციაზე დანიშნულმა პირმა უნდა შეძლოს, როგორც ტექნიკური სამუშაოების პირადად შესრულება, ასევე უმცროსი ტექნიკური სპეციალისტების ჯგუფის მართვაც. ჯგუფის წევრების ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა და შესრულების კონტროლი.  

ძირითადი მოვალეობები:
  • ტექნიკური სამუშაოების დროში დაგეგმვა და მათი შესრულების პირადად და/ან ჯგუფის მიერ უზრუნველყოფა; სამუშაოების დროში შესრულების და დროითი დისციპლინის მკაცრი კონტროლი;
  • უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშის წარდგენა;
  • საწარმოს ტექნიკის და დანადგარების გამართულობის უზრუნველყოფა; 
  • ძირითადი ინფრასტრუქტურის გამართულობის უზრუნველყოფა, ხარჯების აღრიცხვიანობის სწორად წარმოება (გაზი, წყალი, ელ.ენერგია, საკანალიზაციო სისტემა); 
  • საწარმოში არსებული ყველა კომუნიკაციის გამართულად მუშაობის კონტროლი (ელ-გაყვანილობა, ოპტიკა, IT-ქსელები);
  • საწარმოს ტექნიკური იარაღების, მოწყობილობების და მასალების (მარაგ-ნაწილების) მოვლა და ეფექტიანად ხარჯვა;
  • შენობა-ნაგებობებში და ტერიტორიაზე წყალ-კანალიზაციის გამართული მუშაობის, მისი რემონტის, გამწმენდი ნაგებობების მუშაობის ორგანიზება;
  • ტექნიკური სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულება;
  • შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციის მუდმივი მონიტორინგი;

კვალიფიკაცია და უნარები:
  • განათლება საინჟინრო ან სხვა ტექნიკურ სფეროში;
  • სამუშაო გამოცდილება ტექნიკურ სფეროში;
  • ენერგეტიკის, მექანიზაციის და ტექნიკური დანადგარების ცოდნა;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
  • სიახლეების სწავლის სურვილი;
  • შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის ნორმების ცოდნა; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა ;
  • ინგლისური ენის ელემენტარულ სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
  • ელემენტარული ფინანსური ანგარიშგების ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე  recruitment@mukhrani.com არაუგვიანეს 2024 wlis 30 სექტემბრისა.  გთხოვთ, საგნის ველი (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: (უფროსი ტექნიკური სპეციალისტი).
მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
წარმატებას გისურვებთ!