ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი Swiss Capital
განათლება: ბაკალავრი
ინფორმაციული ტექნოლოგიები: IT სპეციალისტი
სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტის  თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიაში არსებული კომპიუტერული და სხვა ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • თანამშრომლების დახმარება ტექნიკური პრობლემების მოგვარებაში; საჭიროების შემთხვევაში მათი ტრენინგი;
  • ოპერაციული სისტემების MS Windows 10 ინსტალაცია, კონფიგურაცია, დიაგნოსტიკა, პრობლემების გამოვლენა და აღმოფხვრა;
  • თანამშრომლების დისტანციური მხარდაჭერა
  • პერიფერიული მოწყობების ინსტალაცია და კონფიგურაცია;
  • IP ტელეფონების კონფიგურირება;
  • რეგულარული ტექნიკური სამუშაოების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ტექნიკური განათლება/პროფესიული განათლება;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ოპერაციული სისტემების MS Windows 10 სრულყოფილი ცოდნა;
  • IP ტელეფონებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა.
  • სასურველია CompTIA A+ სერტიფიკატი

სხვა მოთხოვნები:
  • რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • სისხარტე მუშაობაში;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა.
  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:
  • სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30;
  • გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge არაუგვიანეს 06.09.2024 წ.
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - „IT Specialist".