ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი სადისტრიბუციო კომპანია ვი ჯი
მივლინება: არა ხელფასი: 1050
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერ-ოპერატორი
სადისტრიბუციო კომპანია "VG" საქართველოში 2010 წლიდან მოღვაწეობს და ახორციელებს სხვადასხვა ქვეყნებიდან საკონდიტრო და საკვები პროდუქციის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოში. სადისტრიბუციო კომპანია "VG" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.
 
მდებარეობა: თბილისი, თემქა, ავქსენტ ისააკიანის #1 ( ყოფილი პურ-ფუნთუშეულის ქარხნის ტერიტორია)
განრიგი: ორშაბათი- პარასკევი - ცვლებში 07:00 - 16:00; 12:00 - 21:00
ანაზღაურება: 1050 ლარი + ( დილით ტრანსპორტირების დანამატი)
 
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
  • შეკვეთების დაჯგუფება და გაფორმება;
  • საგადასახადო პორტალზე პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების გააქტიურება და კორექტირება.
 
ძირითადი მოთხოვნები:
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • საგადასახადო პორტალზე მუშაობის გამოცდილება (rs.ge) აუცილებელია
 
აუცილებელი უნარები:
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • დაკისრებული მოვალეობების ხარისხიანი და სათანადო შესრულება.
 
თუ ფიქრობ რომ აკმაყოფილებ ჩვენს მოთხოვნებს, თუ არ გაშინებს ახალი გამოწვევები, ხარ მოტივირებული და გინდა ყველაზე მაგარი გუნდის წევრი გახდე და ჩვენთან ერთად აკეთო საყვარელი საქმე. გადმოაგზავნე რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vg.hr@vg-ge.com და აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია რომელზეც აკეთებთ განაცხადს - "ოპერატორი"
 
წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით.