ციფრული მარკეტინგის უფროსი მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ზუმერი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 3 - 5 წლამდე ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია ზუმერი აცხადებს ვაკანსიას  ციფრული მარკეტინგის უფროსი მენეჯერის ( Senior Digital Marketing Manager ) თანამდებობაზე. 
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.zoommer.ge;  
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი #1 
სამუშაოს ტიპი  - სრული განაკვეთი, კვირაში 5 დღე 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • ინდუსტრიის ტრენდების კვლევა კომპანიის საჭიროებებისა და რელევანტური ინტერესების დასადგენად; 
  • არსებული მონაცემების შესწავლაზე დაფუძნებით რეკლამირების სწორი სტრატეგიებისა და ტაქტიკების დაგეგმვა; 
  • მიმდინარე რეჟიმში რეკლამის მონაცემებისა და შესრულების მონიტორინგი და მასზე შესაბამისი რეაგირება; 
  • ამოცანებისა და არხების შესაბამისად სამიზნე აუდიტორიების განსაზღვრა; 
  • რეკლამირების არხების შესაბამისად ბიუჯეტის და რესურსების ოპტიმალურად გადანაწილება/გამოყენება. 
  • ონლაინ გაყიდვებისთვის რაოდენობრივი და თვისობრივი მეტრიკების განსაზღვრა და Growth and Advertising Funnel-ის შემუშავება; 
  • რეპორტინგი, მისი ანალიზი და წარდგენა ხელმძღვანელთან. 
  • მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვაში აქტიური ჩართულობა და პროცესში ციფრული ხედვის გაზიარება 

ზუმერის გუნდში ველოდებით ციფრული მარკეტინგის უფროს მენეჯერს, რომელსაც ექნება: 
  • META, Google Analytics, Google Data Studio, Google Merchant Center [Looker Studio] Tag manager პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება; 
  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება,  
  • კრიტიკულად და შემოქმედებითად აზროვნების უნარი; 
  • დაგეგმვის, პრიორიტეტების განსაზღვრისა და ვადების მართვის საუკეთესო გამოცდილება; 
  • იქნება თვითმოტივირებული, გუნდის ეფექტური მოთამაშეც და არ შეუშინდება გამოწვევებს; 
  • საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა; 
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა. 

ზუმერი გთავაზობთ: 
  • ბაზარზე კონკურენტულ სახელფასო და საბონუსე სისტემას; 
  • ბაზარზე ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას; 
  • სამუშაო გარემოს, სადაც გექნებათ საშუალება განახორციელოთ თქვენი იდეები; 
  • კორპორატიულ ბენეფიტებს (დაზღვევა, ფიტპასი, თიმბილდინგები, ტრენინგები და სხვა) 
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე vacancy@zoommer.ge. გთხოვთ, გამოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - ,,ციფრული მარკეტინგის უფროსი მენეჯერი“. 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს[CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს  მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. 
 
გისურვებთ წარმატებას!