მიმღებ განყოფილებაში ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი სამედიცინო ცენტრი ციტო
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
სამედიცინო: რეგისტრატურა
შპს ,,სამედიცინო ცენტრი ციტო”, 1997 წლიდან დღემდე, უწყვეტად ემსახურება პაციენტებსა და კლინიკებს, ჩაბმულია ჯანდაცვის პროგრამებსა და კლინიკურ კვლევებში.  
ჩვენი  ძირითადი მისიაა პაციენტთა ხარისხიანი, საერთაშორისო სტანდარტების დონის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა. ამჟამად, ,,ციტო” საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია თოთხმეტ ლოკაციაზე და თავის პაციენტებს სთავაზობს: ლაბორატორიულ და ინსტრუმენტალურ კვლევებს, სხვადასხვა დარგის გამოცდილი და კვალიფიციური ექიმების კონსულტაციებს. 
  
შპს ,,სამედიცინო ცენტრი ციტო“  აცხადებს ვაკანსიებს მიმღებ განყოფილებაში ოპერატორის თანამდებობაზე; 
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაკე, არაყიშვილის ქ. 2; 
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი- შაბათი 12:00-19:00. 
 
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ცენტრალური ფილიალი, ვაკე, ფალიაშვილის 40; 
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევი 08:00-15:00 ან 09:00-16:00  
შაბათი 08:00-14:00 ან 09:00-15:00   
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • პაციენტის მიღება  და  რეგისტრაცია; 
  • გამოსაკვლევი მასალის მიღება; 
  • პაციენტებსა და ექიმებს შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფა; 
  • ლაბორატორიული კვლევის შედეგების გაცემა; 
  • ხარისხის მართვის პროცესებში მონაწილეობა. 
 
საკვალიფიკაციო უნარები: 
  • განათლება: უმაღლესი (სასურველია სამედიცინო განათლება); 
  • აუცილებელია საოფისე კომპიუტერული  პროგრამების ცოდნა; 
  • სასურველი გამოცდილება: 1 წელი მსგავს პოზიციაზე; 
  • ენების ცოდნა: ქართული, ინგლისური; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • ოპერატიულობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • პრობლემების ანალიზი და სწრაფი რეაგირების უნარი; 
  • კეთილსინდისიერება და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. 
 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ,  გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@cito.ge , ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.