სამშენებლო კომპანია "ANKO" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
შპს “ANKO”-ს განხორციელებული აქვს 5-ზე მეტი წარმატებული პროექტი და ჯამურად აშენებული აქვს 50,000 კვადრატულ მეტრზე მეტი საცხოვრებელი ფართი. კომპანია ამჟამად ეძებს გაყიდვების მენეჯერს ქობულეთში, ზღვისპირა ზონაში მშენებარე მრავალ-ფუნქციური კომპლექსის პროექტისთვის.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://mvpgroup.ge/
მისამართი: აჭარა, ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზირი #258-260
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი (10:00-დან 18:00-მდე)
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 1200 ლარი და ბონუსი გაყიდვბიდან 0.5 %.
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური მომხმარებლების მოძიება, შეხვედრების დაგეგმვა და კომუნიკაცია;
- მომხმარებლებთან შეხვედრა და პროექტის გაცნობის უზრუნველყოფა;
- CRM-ის მართვა და ლიდების ეფექტურად დამუშავების უზრუნველყოფა;
- შეთავაზებების გამზადება და გაყიდვასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმართვა;
- გაყიდვების სხვადასხვა არხების მოძიება და ეფექტურობის მონიტორინგი;
- გაყიდვისა სრული ციკლის უზრუნველყოფა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება ან მონიტორინგი;
- არსებული მომხმარებლების საჭიროებების მართვა და მათთან ხანგრძლივი ურთიერთობის შენარჩუნება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია სამშენებლო/დეველოპერული სფეროს საბაზისო დონეზე ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- MS Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი:
- ორგანიზებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@anko.ge