დაცვის თანამშრომელი

თბილისი სრული განაკვეთი აგროჰაბი
მივლინება: არა ხელფასი: 850
უშიშროება/დაცვა: დაცვა (ზოგადი), მაღაზიის/ობიექტის დაცვა
კომპანია „აგროჰაბი“,  2016 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და იგი წარმოადგენს პირველი ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტს .

"აგროჰაბი" აცხადებს  ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები: 
  • კომპანიის ტერიტორიაზე წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა;
  • კომპანიის შენობის გარე და შიდა პერიმეტრის დაცვა;
  • ვიზიტორების ნაკადის კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: 
  • დისციპლინირებულობა, პუნქტუალობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:
  • შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის გუნდის წევრი;
  • დაზღვევას
  • ლოიალობის დანამატს
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას

გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ 24 საათი
ანაზღაურება: ფიქსირებული 850₾

კანდიდატებმა, რომლებიც პასუხობენ ზემოთხსენებულ მოთხოვნებს უნდა გამოაგზავნონ რეზუმე შემდეგ მისამართზე: hr@agrohub.ge 

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება 
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „აგროჰაბი’’ საკონტაქტო ინფორმაცია: 032 244 07 07;  
მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;  
სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; 
ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ  მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და  მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;  
მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „აგროჰაბის“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახური; 
მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა; 
ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 3 თვე; 
ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -  
მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; 
მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; 
მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება; 
მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; 
წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება; 
მონაცემთა გადატანის უფლება; 
ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები; 
თანხმობის გამოხმობის უფლება; 
გასაჩივრების უფლება’ 
შპს „აგროჰაბი“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."