სატელეფონო IT მხარდაჭერის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი BMS Applications
ხელფასი: 1200 - 1500
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ინფორმაციული ტექნოლოგიები: IT სპეციალისტი, დამხმარე (Helpdesk)

კომპანია „BMS Applications“ 2012 წლიდან დღემდე სხვდასხვა კომპანიებს სთავაზობს IT აუთსორსინგ სერვისებს.  
პოზიცია: სატელეფონო IT მხარდაჭერის სპეციალისტი 
 
ძირითადი მოვალეობები:  

  • სატელეფონო ზარების მიღება. 
  • კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის სისტემური და პროგრამული უზრუნველყოფების ინსტალაცია, კონფიგურაცია და მხარდაჭერა; 
  • კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის მიმართულებით დაფიქსირებული ინციდენტების დადგენა და დისტანციურად პრობლემის გადაჭრის გზების მოძიება; საჭიროების შემხვევაში ინციდენტების გადამისამართება. 
  • მომხმარებელთან კომუნიკაცია და შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი; 


აუცილებელი პროფესიული ცოდნა: 

  • ოპერაციული სისტემების (windows 7/10) ინსტალაციის, კონფიგურაციის და მხარდაჭერის ცოდნა; 
  • MS Office პროგრამული უზრუნველყოფების ინსტალაციის, კონფიგურაციის და მხარდაჭერის ცოდნა; 
  • პროგრამული უზრუნველყოფების ინსტალაციის, კონფიგურაციის და მხარდაჭერის ცოდნა; 


საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების განხრით. (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტი) 
  • დადგენილ ვადებში სამუშაოს შსრულება 
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა 
  • კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; 
 
აუცილებელი უნარ-ჩვევები: 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი; 
  • პრობლემების ანალიზის უნარი; 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • ახალი ტექნოლოგიების სწრაფი ათვისების უნარი; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;  
 
სამუშაო პირობები: 
  • არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი, რომელიც მოიცავს როგორც დღის, ასევე ღამის სამუშაო ცვლას; 
  • ადგილმდებარეობა - თბილისი. ქიზიყის ქუჩა #13 


ბენეფიტები: 

  • ჯანმრთელობის დაზღვევა; 
  • კორპორატიული ნომერი ულიმიტო ტარიფით; 
  • ტრანსპორტირება 



დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@bmsapplications.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება. 

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.