ოჯახის ექიმების კოორდინატორი

თბილისი სრული განაკვეთი New Vision Insurance
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
სამედიცინო: სხვა (სამედიცინო)
ს.ს. „ნიუ ვიჟენ დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო დეპარტამენტში, ოჯახის ექიმების კოორდინატორის პოზიციაზე.

პოზიცია-ოჯახის ექიმების კოორდინატორი
სტრუქტურული ერთეული-სამედიცინო დაზღვევის დეპარტამენტი
სამუშაო განაკვეთი-სრული, ორშაბათი-პარასკევი (09:00 -18:00)
სამუშაო ადგილი-ქ. თბილისი, ე. მიქელაძის 1ბ
ანაზღაურება-განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად; საწყისი სახელფასო შეთავაზება - 1200 ლარი (NET).

ფუნქცია მოვალეობები:
  • ოჯახის ექიმებთან ინტენსიური კომუნიკაცია, მათი საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
  • ოჯახის ექიმების მიერ გაწეული მომსახურების მონიტორინგი და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა; მათ შორის, ოჯახის ექიმების მიერ დანიშნული მიმართვების და მედიკამენტების ყოველდღიური მონიტორინგი;
  • სამედიცინო წარმომადგენლების და ოჯახის ექიმებისთვის სადაზღვევო კონტრაქტების პირობების (კორპორატიული და ინდივიდუალური) შესაბამისი მოკლე ინსტრუქციებისა და პროტოკოლების მომზადება, მიწოდება;
  • სადაზღვევო კონტრაქტების მიხედვით სახელმძღვანელო პროტოკოლების მომზადება, (მაგლითად: რომელი მედიკამენტი განეკუთვნება ე. წ ბადებს, იმუნომოდულატორებს, ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედს, არარეგისტრირებულს და ა. შ);
  • ჯენერიკული დასახელების მიხედვით მედიკამენტების დაჯგუფება, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების პოზიტიური სიის განსაზღვრა, რომლითაც იხელმძღავნელებენ ოჯახის ექიმები;
  • პროტოკოლების და პოზიტიური სიის მიწოდება ოჯახის ექიმებისთვის;
  • მედიკამენტების მონიტორინგთან დაკავშირებით ტრენინგების მომზადება და სწავლებაში მონაწილეობა;
  • ყველაზე ხშირ დაავადებებთან, მათ დიაგნოსტიკასთან და მკურნალობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, გაიდლაინებსა და პროტოკოლებზე დაყრდნობით, ოჯახის ექიმებისთვის ტრენინგების მომზადება და სწავლებაში მონაწილეობა;
  • სააფთიაქო ქსელებიდან მოსული შესრულების ანალიზი და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
  • ახალ სადაზღვევო კონტრაქტებზე, საოპერაციო სამსახურისათვის სერვისების ჩამონათვალის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით (უპირატესობა მიენიჭება: სამკურნალო საქმე, ფარმაცია);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია სამედიცინო, სადაზღვევო და/ან ფარმაცევტულ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება;

პროფესიული უნარები და კომპეტენციები:
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პროდუქტიულობა (შედეგზე და ხარისხზე ორიენტაცია)
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სიაახლეებისკენ სწრაფვა და სწრაფი ათვისების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • მეგობრულ და თანამშრომელზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • კორპორატიულ სარგებელს (benefits) (კორპორატიული ნომერი, კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევისა და Fitpass შეთავაზება);
  • კორპორატიული კულტურის განვითარებისა და გუნდში ინტეგრაციისათვის სხვადასხვა ორგანიზაციულ აქტივობებს;
  • ტრენინგ პროგრამებსა და პროფესიული განვითარების აქტივობებში ჩართულობას;
  • კარიერული წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას (ჰორიზონტალური და ვერტიკალური კარიერული გადაადგილება).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე  Vacancy@nvi.ge  და  „SUBJECT“ ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „ოჯახის ექიმების კოორდინატორი“. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე: Vacancy@nvi.ge ან დაგვიკავშირდეთ: 032 2 501 501.

გისურვებთ წარმატებას!

„სადაზღვევო კომპანიის მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის და არამხოლოდ,  თქვენი რეზიუმეს (CV-ს) გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ სს. „ნიუ ვიჟენ დაზღვევა“ უფლებამოსილია, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის და დასაქმების მიზნით, მიზნობრივად, შეზღუდული ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები;
ამასთან, ადასტურებთ, რომ გაქვთ ინფორმაცია თქვენი უფლების შესახებ გამოითხოვოთ/მიიღოთ ინფორმაცია სს „ნიუ ვიჟენ დაზღვევას“ მიერ თქვენ შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე. ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება;
აგრეთვე, ანიჭებთ სს. „ნიუ ვიჟენ დაზღვევას“ უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, იმავე ან სხვა პოზიციაზე დასაქმების შემდგომი განხილვის მიზნით
გარდა ნასამართლეობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა, (არსებობის შემთხვევაში) რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;
1 (ერთი) წლის განმავლობაში, სადაზღვევო კომპანიაში თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენ შესახებ მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.“