კლინიკის სამედიცინო წარმომადგენელი

მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამედიცინო: სხვა (სამედიცინო)
ს.ს. ”კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის“ კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: სამედიცინო მარკეტინგის წარმომადგენელი:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, პრიორიორიტეტულად ჩაითვლება უმაღლესი სამედიცინო განათლება,
  • სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება,
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:
  • კლინიკის სერვისების სრულყოფილი ცოდნა;
  • სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტი დადგენილი გეგმის მიხედვით;
  • სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტების და ჩატარებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება;
  • ხელმძღვანელი პირების სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

უნარები:
  • კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი. 

მისამართი: თბილისი, გ. ჟვანიას ქ. N7. (ყოფილი ლუბლიანას N29)
სამუშაო განაკვეთი: სრული(ორშაბათი-პარასკევი, 9:00 საათიდან 18:00 საათამდე).

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გამოაგზავნონ CV ელ. ფოსტაზე: Vacancy_surgery_Nlife@aversi.ge
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 15 იანვარი.

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.