მიმტანი

თბილისი სრული განაკვეთი Brim Tbilisi
მივლინება: არა ხელფასი: 900 +ბონუსი
ენები: ინგლისური, რუსული
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მიმტანი
Brim Tbilisi, აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

სასტუმრო მოიცავს: 52 ნომერს, რესტორანსა და საკონფერენციო სივრცეს.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, მალხაზ აბდუშელიშვილის 12-14 (ავლაბარი)

ძირითადი მოვალეობები:
  • სტუმრების დახვედრა და მათთვის ინფორმაციის მიწოდება რესტორნის კონცეფციისა და მენიუს შესახებ;
  • შეკვეთის მიღება, დაფიქსირება შესაბამის სისტემაში და დროული მიწოდება;
  • მენიუში არსებული პროდუქტებისა და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
  • მაგიდისა და ჭურჭლის მომზადება;
  • სტუმრების მხრიდან მიღებულ უკუკავშირთან დაკავშირებით ზედამხედველისთვის ინფორმაციის მიწოდება.

საჭირო უნარები:
  • სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
  • განათლება კვებისა და სასმლის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ანაზღაურება და პირობები:
  • 900 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) + ბონუსი;
  • პროფესიული ტრენინგები;
  • კვება;
  • უნიფორმა.

გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, სრული განაკვეთი - 9 საათიანი სამუშაო გრაფიკი (1 საათი შესვენება).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  info@brimtbilisi.com
კანდიდატების შერჩევა ხდება გასაუბრებით.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
სასტუმრო Brim Tbilisi გისურვებთ წარმატებას !