საუზმის მიმტანი

თბილისი სრული განაკვეთი სასტუმრო ა5
მივლინება: არა ხელფასი: 1100
ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მიმტანი
სასტუმრო ა5 აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საუზმის მიმტანი.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 07:00-დან 14:00-მდე: 6 სამუშაო დღე 1 დასვენება
ანაზღაურება: 1100 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კვების ობიექტის დარბაზის მომზადება სტუმრების მისაღებად;
  • საუზმის გაწყობა და დასრულებისას ალაგება;
  • სტუმრების მიღება და გამასპინძლება მომსახურების სტანდარტების სრული დაცვით;
  • სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება;
  • სტუმართათვის თავაზიანი და სწრაფი მომსახურების გაწევა;
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სასუბრო დონეზე ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა ჩვენი მოთხოვნების შესაბამისია, და ფიქრობთ მუდმივ პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Hotela5hotel@gmail.com და სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება;
გისურვებთ წარმატებებს!