მიმღები/რეცეფციონისტი

თბილისი სრული განაკვეთი Swissotel Tbilisi
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, ქართული
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მიმღები (Front Office)
„Swissotel Tbilisi” აცხადებს ვაკანსიას მიღება განთავსების  დეპარტამენტში: მიმღების/რეცეფციონისტის პოზიციაზე

ACCOR-ის ჯგუფში შემავალი, პრემიუმ კლასის სასტუმრო „Swissôtel Tbilisi” 2023 წლის დეკემბრიდან უმასპინძლებს პირველ სტუმრებს.
Swissôtel -ი არის შვეიცარული წარმოშობის ბრენდი, რომელიც 1981 წლიდან უზრუნველყოფს პრემიუმ კლასის მომსახურებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ACCOR არის ფრანგული საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც აერთიანებს 40-ზე მეტ სასტუმრო ბრენდს. ჩვენ ვართ ლიდერები მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მისწრაფება - სტუმართმოყვარეობა. ACCOR ჯგუფი მოიცავს 5400-ზე მეტ სასტუმროს, მსოფლიოს 110 ქვეყანაში.

ძირითადი მოვალებები: 
  • სტუმრების მეგობრული მიღება/განთავსება 
  • სტუმრების პასპორტებისა და ვიზების სათანადო რეგისტრაცია
  • სტუმრების მიღების პროცედურების ჯეროვნად მართვა, შევსებული სარეგისტრაციო ბარათების მიღება 
  • გასაღების რეგისტრაცია უსაფრთხოების წესების დაცვით
  •  სტუმრისგან საჩივრის მიღების შემთხვევაში მისი გადაჭრის გზების მოძიება უმოკლეს ვადაში
  • სტუმრების პასპორტებისა და ვიზების სათანადო რეგისტრაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • Microsoft Office; Opera PMS, ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის  გამოცდილება 
  • ქართული და ინგლისური ენების ფლობა აუცილებელია სხვა ენების  ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული თვისებები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • კრიტიკული სიტუაციის მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • თავაზიანობა;

დამატებითი სარგებელი:
  • კვება
  • დაზღვევა
  • საბონუსე სისტემა
  • ფასდაკლება Accor ჯგუფში შემავალ სასტუმროებზე

გრაფიკი: დღის და ღამის ცვლები 
სამუშაო ადგილი - სასტუმრო , ,Swissôtel Tbilisi "- სოლიკო ვირსალაძის N3

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: tamar.tamazashvili@swissotel.com, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს. (მიმღები/რეცეფციონისტი)
„Swissôtel Tbilisi” გისურვებთ წარმატებას!