გაყიდვების კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი BURBERRY
მივლინება: არა
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
BURBERRY ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მსოფლიოში აღიარებული ბრენდის მაღაზია აცხადებს ვაკანსიას „გაყიდვების კონსულტანტის “პოზიციაზე:

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურეობის შეთავაზება. BURBERRY-ის ბრენდის ღირებულებებისა და მომსახურების სტანდარტების შესაბამისად;
  • პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილი ცოდნა და მიწოდება მომხმარებლებისთვის;
  • კომფორტული  გარემოს შექმნა  ჩვენი მომხმარებლებისთვის ;
  • მომხმარებლების ინფორმირება ყველა მიმდინარე აქციის შესახებ ;
  • ვიზუალური სტანდარტების შენარჩუნება  და  მაღაზიის მარაგების მუდმივი მონიტორინგი;
  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და რჩევების მიცემა  მოდის სამყაროს ზოგად ტენდენციებსა და განვითარებულ მოვლენებზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • მომხმარებლებთან მეგობრული და თავაზიანი ურთიერთობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ჩვენ გთავაზობთ:
  • შესაძლებლობას ითამაშო მნიშვნელოვანი როლი სწრაფად მზარდ ბიზნეს კომპანიაში;
  • სტანდარტულ სამუშაო გრაფიკს ;
  • ფიქსირებული ხელფასი  + ბონუსი;

სამუშაო ადგილი: თბილისი, თავისუფლების N 2  

თუ გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV hr@leadersystem.ge და სათაურის ველში მიუთითოთ "გაყიდვების კონსულტანტი".

ვაკანსიაზე დაინტერესების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია „ლიდერ სისტემ"-მა დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათი მოწოდებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და ვაკანსიის განახლების შემთხვევაში დაგიკავშირდეთ.   
პერსონალური მონაცემების დამუშავების თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@leadersystem.ge