ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი სასტუმროების ქსელი
მივლინება: არა ხელფასი: 2000
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)
სასტუმროების ქსელი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერის პოზიციაზე.

ძირითადი ამოცანები:
  • კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა/ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა;
  • ინვოისების, ზედნადებებისა და ანგარიშფაქტურების მომზადება დადგენილი წესის შესაბამისად;
  • პირველადი დოკუმენტების აღრიცხვა შესაბამის ბაზაში/პროგრამაში;
  • შესაბამისი დოკუმენტაციის მოწესრიგება, კონტროლი და სისწორის უზრუნველყოფა;
  • საჭირო ბუღალტრული გატარებების შესრულება/უზრუნველყოფა/კონტროლი;
  • შემოსავლების და ხარჯების ოპერაციების კონტროლი;
  • გადარიცხვების წარმოება;
  • შედარების აქტების დამზადება;
  • დავალიანების მართვა;
  • კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე კომპეტენციის ფარგლებში ბუღალტერიის სამსახურში არსებული სხვა დავალებებისა და ამოცანების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • შესაბამისი განათლება;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
  • საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა და მასთან მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel-თან მუშაობის გამოცდილება)
  • საბუღალტრო პროგრამების ცოდნა ( Oris,Fina ) ძალიან კარგად

პიროვნული თვისებები:
  • შრომისმოყვარე, დეტალებზე ორიენტირებული, ყურადღებიანი;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
  • პუნქტუალური პიროვნება პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
  • სამუშაო განაკვეთი: სრული
  • ანაზღაურება: გამოსაცდელ პერიოდში 2000 ლარი 

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:vacancy.passport@gmail.com დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.

გისურვებთ წარმატებებს!