ოფის მენეჯერის დამხმარე

თბილისი სრული განაკვეთი ალიანსი თბილისი
მივლინება: არა ხელფასი: 900
განათლება: საშუალო განათლება
ადმინისტრაცია: ოფისის მენეჯმენტი
თავდაპირველად გაგეცნობით: "ალიანს ჯგუფი" გახლავთ ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, რომლის განხორციელებული და მიმდინარე პროექტები პრემიუმ კლასის, კომფორტული, კლიენტებისთვის და ქვეყნისთვის ეკონომიკურად მომგებიანი საცხოვრებელი კომპლექსებია, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, როგორც მშენებლობისა და გამოყენებული მასალების ხარისხით, ასევე კომპლექსებში განთავსებული მომსახურებითა და ინფრასტრუქტურით. რეგიონის დეველოპერულ ბაზარზე პირველად "ალიანს ჯგუფმა" საკუთარ პროექტებში მსოფლიოში აღიარებული სასტუმრო ბრენდები - ამერიკული "ქორთიარდ ბაი მარიოტი" (Courtyard By Marriott), ასევე ამერიკული "ვინდემ გარდენი" (Wyndham Garden), "რამადა" (Ramada) და საქართველოში რიგით მერვე "მარიოტი" (Marriott) შემოიყვანა.
თუ გსურს შემოუერთდე „ალიანს ჯგუფის“ გუნდს, გაეცანი ვაკანსიის აღწერილობას  „ოფის მენეჯერის დამხმარეს“ პოზიციაზე, თბილისში.

გვსურს:
  • გაუმასპინძლდე სტუმრებს (ყავა, ჩაი, წყალი);
  • დასუფთავებულ ოფისში უზრუნველყო ჰიგიენური გარემოს შენარჩუნება (მათ შორის სამზარეულო და სველი წერტილები);
  • ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებში გააკონტროლო მარაგები და განახორციელო შეკვეთა;

თუ შენ ფლობ:
  • საშუალო ან პროფესიულ განათლებას;
  • გაქვს გამოცდილება სტუმარ-მასპინძლობის სფეროში (სასურველია);
  • ფლობ სრულყოფილად ქართულ ენას ;
  • და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაიზიარებ ,,ალიანს ჯგუფის“ ღირებულებებს;

ჩვენ გთავაზობთ:
  • ანაზღაურება  (900 ლარი);
  • სრულ სამუშაო გრაფიკს 10:00 - 19:00 სთ-მდე ;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას ;

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
  • აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
  • გასაუბრება.
გთხოვთ, ზემოაღნიშნული ინფორმაცია გამოგზავნოთ 2024 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე l.gochashvili@alliancegroup.ge და სათაურის ვერში მიუთითეთ შემდეგი: “ოფის მენეჯერის დამხმარე“. ბოდიშს მოგიხდით არასრულყოფილი უკუკავშირისთვის, ვინაიდან დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს. 
მისამართი : ი.ჭავჭავაძის გამზირი #78 , ალიანს ჯგუფის გაყიდვების ოფისი.

გისურვებთ წარმატებას!