სასაქონლო მატერიალური მარაგების საოპერაციო მენეჯერი

თბილისი მოქნილი გრაფიკი ნატალი ჯგუფი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: მარაგების მართვა
ნატალი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას სასაქონლო მატერიალური მარაგების საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • კომპანიის პორტფოლიოში არსებული პროდუქტისა და მისი მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა; 
  • კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე, შესყიდვების/იმპორტის სრული ციკლის შეუფერხებლად დაგეგმვა / ორგანიზება. 
  • სასაწყობე ნაშთების მაჩვენებლების მიხედვით პროდუქციის შეკვეთების წინასწარი განსაზღვრა; პროდუქტის ვადიანობის კონტროლი და შესაბამისი ღონისძიებების გატარება. 
  • მარაგების მუდმივი კონტროლი შეკვეთების დროულად და შეუფერხებლად მიწოდების მიზნით; 
  • დებიტორული დავალიანებების მუდმივი მონიტორინგი, თანხების ამოღების გონივრულ ვადებში უზრუნველყოფა; 
  • სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ მომხმარებლის დროული ინფორმირება და პერიოდული ტრენინგების ჩატარება. 
  • ახალი და პოტენციური მომხმარებლების მოძიება გრძელვადიანი და სტრატეგიული ურთიერთობების ფორმირების მიზნით. ხოლო, პორტფელში არსებული მომხმარებლების შენარჩუნება და მართვა; 
  • პოტენციური მომხმარებლებისთვის კონკრეტული შეთავაზების მომზადება, შეხვედრის ჩანიშვნა და პრეზენტაციის ჩატარება. 
  •  შეკვეთის მიღება/გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი; 
  • გაყიდვების შემდგომი კომუნიკაცია; 
  • მომხმარებელთა კმაყოფილების პერიოდული კვლევა; 
  • გუნდის მართვის, მოტივაციის, განვითარების ეფექტური სისტემის შემუშავება და დანერგვა. 
  • თვიური/ წლიური გაყიდვების გეგმის შესრულებისთვის ამოცანების დასახვა / შესრულება. 
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი. 
  • სასაწყობე ნაშთების მაჩვენებლების მიხედვით პროდუქციის შეკვეთების წინასწარი განსაზღვრა; 
 
საკვალიფკაციო მოთხოვნები: 
  • სასურველია უმაღლესი განათლება; 
  • აუცლებელია ინგლისური ენის ცოდნა. რუსული ან დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა, პრეზენტაციების ჩასატარებლად. 
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; 
 
პიროვნული თვისებები: 
  • ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის უნარი; 
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • ანალიტიკური აზროვნება; 
  • დროის ეფექტური მართვის უნარი; 
  • გუნდში მუშაობის უნარი. 

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: natali@natali.ge  და სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "სასაქონლო მატერიალური მარაგების საოპერაციო მენეჯერი"