ინვენტარიზაციის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი KFC
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: მარაგების მართვა
KFC აცხადებს ვაკანსიას: ინვენტარიზაციის სპეციალისტი
KFC (Kentucky Fried Chicken) ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სწრაფი კვების რესტორნების ქსელი, რომელიც სპეციალიზირებულია ქათმის   ხორცის მიმართულებით. პირველი KFC-ის რესტორანი გაიხსნა 1952 წელს ამერიკაში, დღეს კი ის უკვე 120 ქვეყანაზე მეტშია წარმოდგენილი 20 000-მდე რესტორნით. საქართველოში KFC-ის პირველი რესტორანი 2014 წელს გაიხსნა და უკვე გახსნილია  18 რესტორანი როგორც თბილისში ასევე რეგიონებში.

თუ თქვენ ხართ კომუნიკაბელური, პოზიტიური, პასუხისმგებლიანი, მეგობრული, და ენერგიული-    კეთილი იყოს თქვენი მობრძანება KFC-ში! თქვენ აქ გელოდებათ საინტერესო სამუშაო, მრავალფეროვანი გამოცდილება, ბევრი მეგობარი, კარიერული წინსვლა და კომფორტული სამუშაო პირობები!

პოზიციის სახელწოდება: ინვენტარიზაციის სპეციალისტი
დეპარტამენტი:  ხარისხის უზრუნველყოფის განყოფილება
ადგილმდებარეობა: თბილისი და რეგიონები
დასაქმების სტატუსი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ობიექტების დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით შერჩევითი ან სრული ინვენტარიზაცია;
  • სასაწყობო ნაშთების კონტროლი რესტორნებში და ძირითად საწყობში (აღწერები);
  • პროდუქციის ვადების კონტროლი;
  • ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, საჭირო დოკუმენტაციის შედგენის პროცესში ჩართულობა;
  • ინსტრუქციის შესაბამისად რეპორტების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • მივლინებები საქართველოს მასშტაბით;
  • ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (უმჯობესია ტექნიკური მიმართულებით)
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება ინვენტარიზაციის პროცესის მართვაში, ლოჯისტიკაში;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა (სასურველია)

პიროვნული მახასიათებლები:
  • კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა

კომპანია გთავაზობთ:
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებაზე ფასდაკლებას;
  • ფიტპასით სარგებლობის შესაძლებლობას (სურვილის შემთხვევაში).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა  გამოგვიგზავნეთ რეზიუმე კომპანიის ელექტრონულ მისამართზე: hr.office@ifc.ge 
გთხოვთ, ელექტრონული წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. 
გისურვებთ წარმატებას!