ხარისხის მართვის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
წარმოება/ოპერაციები: ხარისხის კონტროლი
„სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი“ აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის სპეციალისტის თანამდებობაზე 

სამუშაო ადგილი:  თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის #3
სამუშაო გრაფიკი - სრული: კვირაში 40 საათი

ძირითადი ფუნქციები:
  • უნივერსიტეტში მოქმედი ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების განხორციელება;
  • შიდა ხარისხის მექანიზმების მიხედვით დასკვნების მომზადება;
  • უნივერსიტეტის ავტორიზაციასა და აკრედიტაციასთან დაკავშირებული პროცედურების უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;
  • საგანმანათლებლო პროგრამების პერიოდული შეფასება და მონიტორინგი; 
  • აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით პროგრამებისა და სილაბუსების მონიტორინგი;
  • უნივერსიტეტში მიმდინარე აკადემიური კვლევის მონიტორინგი, აკადემიური პერსონალისა და სტრუქტურული ერთეულების კვლევითი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და შეფასება;
  • სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშების მომზადება და წარდგენა აკადემიური საბჭოსთვის;
  • აკადემიური საბჭოს მდივნის ფუნქციის შესრულება და შესაბამისი ოქმების წარმოება;
  • ხარისხის მართვის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შემოსულ წერილებზე პასუხის გაცემა;
  • ერთიანი ეროვნული გამოცდებისა  და საერთო სამაგისტრო გამოცდების  ანკეტა-კითხვარის მომზადება;
  • Უნივერსიტეტის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის მონტორინგი და შესაბამისი ანგარიშის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება,  განათლების ადმინისტრირების, სამართლის, სოციალური მეცნიერებების ან მომიჯნავე სფეროში;
  • სასურველია მინიმალური სამუშაო გამოცდილება/სტაჟირება - უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში ან/და განათლება - უმაღლესი განათლების ადმინისტრირების მიმართულებით;
  • ინგლისური ენის ცოდნა (B2);
  • კომპიუტერული პროგრამების  ცოდნა (MS Office);
  • SPSS-ის ცოდნა.

პიროვნული  უნარები:
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • საქმიანობის დაგეგმვის და განაწილების უნარი;
  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • ჯგუფში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV  ელექტრონულ ფოსტაზე: hr@sabauni.edu.ge  და სათაურის ველში მიუთითეთ „ხარისხის მართვის სპეციალისტი“, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შევძლებთ თქვენი კანდიდატურის განხილვას. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის  26 მაისი.

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.