ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

თბილისი სრული განაკვეთი თოდუას კლინიკა
მივლინება: არა
განათლება: მაგისტრი ენები: ინგლისური
წარმოება/ოპერაციები: ხარისხის კონტროლი
"თოდუას კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ზოგადი უნარ-ჩვევები:
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • არანაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამედიცინო ხარისხის მართვის მიმართულებით;
  • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:
  • ხარისხის მართვის სისტემის შემუშავება და ჩამოყალიბება;
  • ქვეყანაში აღიარებული სტანდარტების სამედიცინო მომსახურების პროცესებში გამოყენების დანერგვა;
  • კანონმდებლობით და შიდა სტანდარტით განსაზღვრული სავალდებულო სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი;
  • სამედიცინო საქმიანობისას გამოვლენილი ხარვეზებისა და დაშვებული შეცდომების მონიტორინგი და მართვა.

დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 09:00-17:00
მისამართი: თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. 13

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@toduaclinic.ge