HR ადმინისტრაციული მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი L’Occitane Group
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ადამიანური რესურსები: HR მენეჯერი
ფრანგული კოსმეტიკური ბრენდი „L’Occitane Group“ აცხადებს ვაკანსიას  “HR ადმინისტრაციული მენეჯერის”  პოზიციაზე, საქართველოში. 
“L’Occitane en Provence“  მთელს მსოფლიოში  1976 წლიდან 3000-ზე მეტ ყვითელ ბუტიკს აერთიანებს, მათ შორის საქართველოში. გვეამაყება, რომ საერთაშორისო ჯგუფი, 9 წამყვანი სილამაზის ბრენდით არის წარმოდგენილი მსოფლიოს 93 ქვეყანაში. მათ შორის არიან Erborian, Melvita, Elemis,  Sol de Janeiro და სხვა მსოფლიო სილამაზის ინდუსტრიის წამყავნი ბრენდები.  

ლოქსიტანის ბუტიკები მდებარეობს ქ.თბილისში: ი.ჭავჭავაძის გამზ.#40-ში, სითი მოლში და გალერია თბილისში და ონლაინ - https://ge.loccitane.com/
ადგილმდებარეობა: თბილისი, ლვოვის ქ.92
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 საათი.

ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები:
  • HR სტრუქტურისა  და ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავება;
  • თანამშრომელთა შერჩევის, მაღალკვალიფიცური თანამშრომლებით დაკომპლექტება და დასაქმების პროცესის უზრუნველყოფა;
  • თანამშრომლების მართვასთან დაკავშირებული ინფორმაციის ადმინისტრირება;
  • კომპანიაში არსებული დოკუმენტაციის წარმოება.
  • HR სოფტის დანერგვა და მართვა;
  • სამუშაო აღწერილობების პერიოდული განახლება;
  • ზრუნვა თანამშრომლების შიდა კომუნიკაციაზე მარკეტინგისა და პიარ სამსახურის მხარდაჭერით, მათ  მოტივაციაზე, კმაყოფილებაზე და კომპანიისადმი ლოიალობის ამაღლებაზე.
  • განსაზღვროს თანამშრომელბის კვალიფიკაციის დონე, გამოავლინოს პრობლემური საკითხები და დაეხმაროს გუნდს მათ გადაჭრის გზების მოძიებაში;
  • განსაზღვროს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საჭირო ტრენინგების ჩატარების აუცილებლობა და უზრუნველყოს აღნიშნული პროცესი;
  • მონაწილეობა მიიღოს თანამშრომლების სამოტივაციო სისტემების დანერგვაში, KPI მაჩვენებლების დახვეწაში, განვითარებაში;
  • პერიოდულად ჩაატაროს კვლევები თანამშრომლების შრომითი კმაყოფილების დონის შესაფასებლად.
  • იზრუნოს შიდა კორპორატიული კულტურის განვითარებაზე და მოახდინოს სხვადასხვა აქტივობების ინიცირება გუნდის გაძლიერების მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, ფსიქოლოგიის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესად;
  • აუცილებელია HR პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
  • ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა B2 ან C1 დონე
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PPT)
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • რითეილ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად

პიროვნული უნარები:
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა
  • დროის ეფექტური მართვის უნარი
  • კონფიდენციალურობის დაცვის უნარი
  • ორგანიზებულობის და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძობა და კეთილსინდისიერება;

ჩვენ გთავაზობთ:
  • მაღალ და მზარდ ანაზღაურებას.
  • სოციალურ პაკეტს - კორპორატიული ტელეფონი, ჯანმრთელობის დაზღვევა, აუზის და ფიტნესის პაკეტს.
  • სტაბილურ და მუშა გარემოს.
  • პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
 
გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გამოაგზავნოთ შესაბამისი განაცხადები მისამართზე: vacancy@loccitane.ge , არ დაგავიწყდეთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ HR ადმინისტრაციული მენეჯერი“. კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. 

მადლობას გიხდით ყველა დაინტერესებულ პირს და გისურვებთ წარმატებას!