აფთიაქის მენეჯერი

ქუთაისი სრული განაკვეთი ვიანი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
სამედიცინო: ფარმაცია
“ვიანი“ აცხადებს აფთიაქის მენეჯერის ვაკანსიას ქუთაისში
სამუშოს ადგილმდებარეობა:კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი- ჯავახიშვილის #85
სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:
  • ჰოსპიტლის საჭიროების მიხედვით მედიკამენტებისა და ერთჯერადი სახარჯი მასალის მოთხოვნის განსაზღვრა და შეკვეთების განხორციელება კომპანიაში დადგენილი პროცედურის შესაბამისად;
  • შეკვეთილი მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების მიღება დასახელების, რაოდენობისა და ვადის მიხედვით;
  • განყოფილებების მედიკამენტებითა და სახარჯი მასალების მიზნობრივი და დროული უზრუნველყოფა;
  • აფთიაქის ნაშთის კონტროლი რაოდენობის,საჭიროებისა და ვადების მიხედვით;
  • აფთიაქის გეგმიური ინვენტარიზაცია;
  • აფთიაქში არსებულ მარაგზე – მედიკამენტებზე და სახარჯ მასალაზე ვადების მუდმივი კონტროლი;
  • მედიკამენტების განზავება/მომზადების პროცესის წარმართვა ჰოსპიტლის ცენტრალურ აფთიაქში და შესაბამისი მედიკამენტებით განყოფილებების მომარაგების ორგანიზების უზრუნველყოფა;
  • განყოფილებებში მედიკამენტების და სახარჯი მასალის ხარჯვის ასახვის კონტორლი და დაქვემდებარებული კადრის ეფექტური მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, სავალდებულოა ფარმაციის ფაკულტეტის მიმართულებით;
  • სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა (ფარმაცევტული წარმოების, სააფთიაქო დაწესებულების სფეროში);
  • MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • გამართულად კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 6 მაისი, 2024
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://vian.health/ka/career/?careerId=1076
“ვიანი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
 
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე