„ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას ექთნის თანაშემწის პოზიციაზე.
ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი წარმოადგენს საქართველოში წამყვან სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ხორციელდება ყველა სახის სისხლძარღვოვანი და გულის პათოლოგიების სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
- მისამართი: დიღომი, კ. ჩაჩავას ქუჩა
#1;
-
სამუშაო გრაფიკი: 24 სთ-იანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს;
- განყოფილება: კარდიოლოგია;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პაციენტთა საექთნო მოვლის საკითხებში მონაწილეობა;
- ექთნის დახმარება საექთნო მანიპულაციების ჩატარებაში;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი III სემესტრიდან;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ან საკონტაქტო ინფორმაცია ელ-ფოსტაზე vacancy@vivomedical.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ექთნის თანაშემწე კარდიოლოგია".
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე.
კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.