ტერასა გრუპი აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე
სამუშაო აღწერილობა:
- ხელშეკრულებების მომზადება,
- სამუშაო აღწერილობების მომზადება, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხების წარმოები,
- ხელშეკრულებების გაფორმება (ნასყიდობა, ნარდობა, მომსახურება, შრომითი და სხვა ხელშეკრულებები);
- კომპანიის წარმომადგენლობა საჯარო დაწესებულებებში (იგულისხემბა მერია, აღსრულება,საჯარო რეესტრი, სასამართო)
- კომპანიის საქმიანობის კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა,
- საქმიანობის სამართლებრივი ექსპერტიზა და იურიდიული რისკების პრევენცია,
- სამართლებრივი რისკების დროული გამოვლენა და დამდგარ რისკებზე რეაგირება კომპანიის ინტერესების მაქსიმალური დაცვით,
- სამშენებლო რეგულაციების შესახებ ცვლილებების მუდმივი გაცნობა და მათი გათვალისწინება კომპანიის საქმიანობაში,
- ახალი პროექტების წამოწყების ეტაპზე გარე პარტნიორ ორგანიზაციასთან, მიწის მფლობელთან, ინვესტორთან და სხვა გარე მხარეებთან ურთიერთობა სამართლებრივი საკითხების რეგულირებისთვის,
- კომერციულ ბანკებთან ურთიერთობა იურიდიული საკითხების ჭრილში,
- მერიასა და სხვა საჯარო ორგანიზაციებთან ურთიერთობა ნებართების მიღების და სხვა სამართლებრივ საკითხებზე,
- ხელშეკრულებების შაბლონური ფორმების მომზადება და მათში მუდმივი ცვლილებების შეტანა-განვითარება,
- ტერასა ჯგუფის პრობლემურ კლიენტებთან ურთიერთობის დამყარება და პრობლემების გადაჭრის გზების მოფიქრება და მათი გადაჭრა,
- დებიტორების მონიტორინგი,
- ნასყიდობის ხელშეკრულებების დამუშავება კანონთან შესაბამისობაში,
- ქვეკონტრაქტორ სამშენებლო კომპანიებთან სამართლებვირად გამართული ურთიერთობის დამყარება,
- სამართლებრივი რისკების პრევენციის მიზნით, შედგენილი დოკუმენტების ვიზირება,
- კომპანიის მენეჯმენტისა და თანამშრომლების კონსულტირება სამართლებრივ საკითხებში,
- შიდა პროცედურების ანალიზი და სამართლებრივი რისკების მინიმიზაციისთვის გარკვეულ პროცესებში ჩართვის მოთხოვნა,
- ცვლილებების ინიცირება პროცედურებში რისკების შემცირების მიზნით
მოთხოვნები:
- ბაკალავრი სამართალმცოდნეობაში(აუცილებელია)
- ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა (აუცილებელია)
- 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო სფეროში ან სხვა კერძო სექტორში (სასარუველია)
- 1 წლიანი გამოცდილება საჯარო სამსახურში მუშაობის (სასრუველია საჯარო რეესტრში ან მერიაში)
- კომპიტერული პროგრამების ცოდნა (აუცილებელია)
- სამშენებლო რეგულაციების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)
დაინტერესბულმა პირებმა, გთხოვთ, რეზიუმე გადმოაგზავნეთ ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@terrassagroups.com