იურისტი

თბილისი სრული განაკვეთი NIKS HOLDING
ხელფასი: 1500 - 1800
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
იურიდიული: იურისტი

კომპანია „ნიკს ჰოლდინგ“ როგორც დინამიკური, მრავალფეროვანი და სწრაფად მზარდი კომპანია, აერთიანებს სხვადასხვა მიმართულების ბრენდებს ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში. გვჯერა, რომ ჩვენს მიერ ჩამოყალიბებულ ძლიერ, კომპეტენტურ გუნდს და მათ მონდომებას შეუძლია შექმნას უკეთესი ხვალინდელი დღე.

NIKS HOLDING - ვმართავთ მომავალს დღეს!

„ნიკს ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

ნიკს ჰოლდინგი სწრაფად მზარდი, შედეგებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ოპერირებს ვაჭრობის, მომსახურების სფეროში რვა განსხვავებული ბრენდით. 

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი 


სამუშაოს აღწერა:

  • სამართლებრივი დოკუმენტაციის  შედგენა/ანალიზი (სხვადსხვა ტიპის (ნასყიდობა, იჯარა, გირავნობა, სესხი, შრომითი და სხვა);
  • სხვადასხვა საინვესტიციო  პროექტის დანერგვასთან დაკავშირებული იურიდიული მხარდაჭერა;
  • წარმომადგენლობა სასამართლოში, (სამოქალაქო/ადმინისტრაციული) განცხადებების, საჩივრებისა და სარჩელების მომზადება და საქმისწარმოება ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოს წინაშე, 
  • საკანონმდებლო ცვლილებ(ებ)ის მონიტორინგი და დამსაქმებლის ინფორმირება ცვლილებებთან  დაკავშირებით;
  • იურიდიული დოკუმენტაციის ინგლისურ და რუსულ ენებზე წაკითხვისა და კომენტირების უნარი.
  • კომპანიაში გაფორმებული სხვადასხვა ხელშეკრულებების ელექტრონული და მატერიალური არქივის წარმოება და ყოველკვირეული განახლება;


მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • იურიდიული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (მინ 3 წელი);
  • სამოქალაქო და ადმინსიტრაციული სამართლის მატერიალური და საპროცესო ნორმების ცოდნა;
  • ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სამუშაოს სწორად დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ინგლისური ენის ცონდა;


სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:

  • ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 19:00 საათი
  • ანაზღაურება: 1 500 -1 800 ლარი (ხელზე)


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე hr@niksholding.ge და სათაურის ველში, მიუთითეთ იურისტი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.


გისურვებთ წარმატებებს!