ბუღალტერ-ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი ვაკო მოტორსი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერ-ოპერატორი
შპს "ვაკო მოტორსი"  გთავაზობთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.

ვინ ვართ ჩვენ
ჩვენ ვართ ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სატვირთო მანქანების ინდუსტრიაში და "DAF"-ის ოფიციალური დილერი საქართველოში. მომხარებელს 50-ზე მეტ პრემიუმ ხარისხის ევროპულ ბრენდს ვთავაზობთ.

ჩვენი წარმატებული კომპანიის საწინდარია პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც ვთავაზობთ ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას და განვითარების დიდ შესაძლებლობებს.

თანამშრომელს დავახვედრებთ
  • პროფესიული განვითარების ხელშეწყობას;
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას კომპანია „არდიში“;
  • ფიტენს მომსახურებას - ფიტპასი;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს.

თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება
  • მომხმარებებლების განაცხადის შესაბამისად საქონლის რეალიზაცია;
  • საქონლის რეალიზაციის შედეგად შესაბამისი საბუთის მომზადება, ინვოისის გამოწერა, მიღება-ჩაბარების აქტების შედგენა, ზედნადებისა და ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა;
  • სალარო აპარატთან მუშაობა, ჩეკების ამობეჭდვა;
  • სალაროს ნაშთების კონტროლი და მასზე პასუხისმგებლობა;
  • დებიტორების კონტროლი - ხელშეკრულების შემოწმება, მომხმარებლის ლიმიტის დადგენა და ლიმიტის შესაბამისად უნაღდო ანგარიშწორების უზრუნველყოფა.

კვალიფიკაცია და უნარები რომელიც გვჭირდება
  • უმაღლესი განათლება სასურველია ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების, ბუღალტერიის განხრით;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;
  • ბუღალტრულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (განსაკუთრებით FINA-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა სასურველია
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა 
  • ძლიერი კომუნიკაციის და ორგანიზების უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. 

დამატებითი ინფორმაცია
სამუშაო ადგილი: ორხევი, თ.ჩანტლაძის #15  (ისთ ფოინთთან ახლოს)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV  2024 წლის 7 ივნისის  ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@vakomotors.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: ბუღალტერ - ოპერატორი წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება. 
კომპანია ვაკო მოტორსის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს უნივერსიტეტის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წანასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
გისურვებთ წარმატებას!